ნესტვი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''ნესტვი'''</big> ---- ქართული ხალხური ერთმილიანი ჩასაბერი საკრავ...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 14:13, 25 აგვისტო 2020 მდგომარეობით
ნესტვი
ქართული ხალხური ერთმილიანი ჩასაბერი საკრავი. ძველად ტერმინი "ნესტვი" აღნიშნავდა ყოველგვარ მილს (არის მოსაზრება, თითქოს ტერმინი "ნესტვი" ნაწარმოებია სიტყვა "ნესტოსაგან"). სულხან-საბას ლექსიკონში ნესტვი ასეა განმარტებული: "რაიც საკრავნი განხვრეტილნი პირით იბერვიან, ნესტვნი არიან". დაბადების ქართული თარგმანის რედაქციების ერთმანეთთან შედარებით გამოირკვა, რომ ადრე ნესტვი და საყვირი სინონიმები ყოფილა.