გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

პირქუში: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''პირქუში'''</big> ---- ქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელი. სა...)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 07:21, 30 აგვისტო 2020 მდგომარეობით

პირქუში


ქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელი. სახელი და ეპითეტი (ცეცხლოვანი) პირქუშის ქტონურ ძალებთან (დევებთან, ქაჯებთან და სხვ.) კავშირზე მიუთითებს. დევების მიერ დატყვევებული პირქუში მათთვის იარაღს, ოქროს და ვერცხლის საგნებს ჭედავს. ტყვეობიდან პირქუშს იხსნის იახსარი მისთვის ზარის დამზადების პირობით. პირქუშს მიეწერება ფიალების, თასების, ქვაბების და სხვა საგნების დამზადება.

პირქუშის სალოცავები დაწესებულია ფშავსა (სოფ. ახადი) და ხევსურეთში (სოფ. ბაცალიგო).


ლიტერატურა:

  • თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967
  • მ. ჩიქოვანი, კახეთის 1961 წლის ფოლკლორული ექსპედიცია, კრ.: ქართული ქართული ფოლკლორი, ტ. 1-2, თბ., 1964