გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კაიმაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 1: ხაზი 1:
 
<big>'''კაიმაღი'''</big>
 
<big>'''კაიმაღი'''</big>
 
----
 
----
<div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">[[ფაილი: კაიმაღი.jpg|right|thumb|275px|link=|
+
<div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">[[ფაილი: 640 × 640 პიქსელი, ფაილის ზომა: 57 კბ, MIME ტიპი: image/jpeg|right|thumb|275px|link=|
 
<center><small>კაიმაღი</small></center>]]</div>
 
<center><small>კაიმაღი</small></center>]]</div>
 
----
 
----

06:31, 11 სექტემბერი 2020-ის ვერსია

კაიმაღი



კაიმაღი - ძროხის, კამეჩის, ცხვრის, ან თხის რძისგან დამზადებული მაღალკალორიული კვების პროდუქტი. გავრცელებულია კავკასიის (განსაკუთრებით აჭარა-გურიაში), ცენტრალური აზიის, ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობის ყოფაში. ფაქტიურად იგი ახალნაწველი რძის, თავმოხდილი ნაღებია; მაღალკალორიული და მალფუჭებადი პროდუქტი. დღეს კაიმაღს სეპარატორის საშუალებით ამზადებენ; მისი ტრადიციული დამზადების ტექნოლოგია კი ამგვარია - რძეს დაბალ ცეცხლზე მოადუღებენ, შემდეგ კი, ორი საათის განმავლობაში სითბოში დააყოვნებენ (თან ურევენ შიგადაშიგ) და გააციებენ. ინახება დაბალ ტემპერატურაზე. კაიმაღს აქვს რძის ცხიმის მაღალი პროცენტი, ჩვეულებრივ იგი, დაახლოებით 60%-მდეა. მას აქვს სქელი, ნაღების თანმიმდევრულობა (არა მთლიანად კომპაქტური რძის ცილის ბოჭკოების გამო) და საკმაოდ მდიდარი და გამორჩეული გემო. განსაკუთრებით გემრიელია ჭადთან და სანთლის არაყთან (ე.წ. ,,ბუზის ონტკა“) ერთად. სიტყვა - ,,კაიმაღი“ თურქმანული-ალათაური ენობრივი წარმომავლობისაა. შესაძლოა მომდინარეობდეს ზმნა - ,,კაიმაკიდან“, რაც თურქმანულ ენაზე მეტალის დნობასა და ჩამოსხმას ნიშნავს. აღნიშნული სიტყვა სხვა ენებშიც გვხვდება: მონღოლური - ,,კაილგმაკი“, თურქული ენების მცირე ცვალებადობებით - ,,ქაიმაკი“ აზერბაიჯანში, ,,ყაიმაკი“ - უზბეკურში, ,,გაიმაყ“ - თურქმენულში, ,,კაიმაღი“ - ქართულში. ქართული ენის აჭარულ დიალექტში ასეთი ხატოვანი გამოთქმაც არსებობს - ,,კაიმაღში ჩავარდა“-ო, ანუ კარგად გათხოვდაო.

ავტ.: პაატა ბუხრაშვილი