გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კაიმაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 14: ხაზი 14:
  
  
[[მომხმარებელი:Paata|პაატა ბუხრაშვილი]] 10:35, 11 სექტემბერი 2020 (+04)
+
[[მომხმარებელი:Paata|ავტორი: პაატა ბუხრაშვილი]] 10:35, 11 სექტემბერი 2020 (+04)
 
----
 
----
 
[[კატეგორია:კ]]
 
[[კატეგორია:კ]]

09:08, 11 სექტემბერი 2020-ის ვერსია

კაიმაღი


კაიმაღი - ძროხის, კამეჩის, ცხვრის, ან თხის რძისგან დამზადებული მაღალკალორიული კვების პროდუქტი. გავრცელებულია კავკასიის (განსაკუთრებით აჭარა-გურიაში), ცენტრალური აზიის, ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობის ყოფაში.

ფაქტიურად იგი ახალნაწველი რძის, თავმოხდილი ნაღებია; მაღალკალორიული და მალფუჭებადი პროდუქტი. დღეს კაიმაღს სეპარატორის საშუალებით ამზადებენ; მისი ტრადიციული დამზადების ტექნოლოგია კი ამგვარია - რძეს დაბალ ცეცხლზე მოადუღებენ, შემდეგ კი, ორი საათის განმავლობაში სითბოში დააყოვნებენ (თან ურევენ შიგადაშიგ) და გააციებენ. ინახება დაბალ ტემპერატურაზე.

კაიმაღს აქვს რძის ცხიმის მაღალი პროცენტი, ჩვეულებრივ იგი, დაახლოებით 60%-მდეა. მას აქვს სქელი, ნაღების თანმიმდევრულობა (არა მთლიანად კომპაქტური რძის ცილის ბოჭკოების გამო) და საკმაოდ მდიდარი და გამორჩეული გემო.

განსაკუთრებით გემრიელია ჭადთან და სანთლის არაყთან (ე.წ. "ბუზის ონტკა") ერთად.

სიტყვა - ,,კაიმაღი“ თურქმანული-ალათაური ენობრივი წარმომავლობისაა. შესაძლოა მომდინარეობდეს ზმნა - "კაიმაკიდან", რაც თურქმანულ ენაზე მეტალის დნობასა და ჩამოსხმას ნიშნავს. აღნიშნული სიტყვა სხვა ენებშიც გვხვდება: მონღოლური - "კაილგმაკი", თურქული ენების მცირე ცვალებადობებით - "ქაიმაკი" აზერბაიჯანში, "ყაიმაკი" - უზბეკურში, "გაიმაყ" - თურქმენულში, "კაიმაღი" - ქართულში.

ქართული ენის აჭარულ დიალექტში ასეთი ხატოვანი გამოთქმაც არსებობს - "კაიმაღში ჩავარდა"-ო, ანუ კარგად გათხოვდაო.


ავტორი: პაატა ბუხრაშვილი 10:35, 11 სექტემბერი 2020 (+04)