საგორავი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''საგორავი'''</big> ---- # ხის მრგვალი ნაჭერი, ქსელში გაუგდებენ ხოლ...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 20:32, 11 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
საგორავი
- ხის მრგვალი ნაჭერი, ქსელში გაუგდებენ ხოლმე, რომ ქსელი ერთმანეთში არ აირიოს (ქიზიყი);
- დიდი, ჭრელი ფარდაგი, მას მზითვში ატანდნენ (ფშავი);
- სხვადასხვა ზომის მრგვალი ქვები საბადოში მოტეხილი ლოდის გადასაადგილებლად (ქვ. ქართლი);
- მოკლე, მრგვალი ჯოხი, ლავაშისა და სანაზუქე ცომის გასაბრტყელებლად (ქიზიყი);
- ცილინდრული ფორმის 1 მეტრამდე სიგრძის ქვა, თავებში ამოხვრეტილები აქვს, რომელშიც ჭანჭიკები იჭედება ხელნების დასამაგრებლად. იყენებენ ბანებისა და ტარდის დასატკეპნად (ჯავახეთი]].