გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სამძიმარი: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 8: ხაზი 8:
 
ჩანს, თითქოს, სამძიმარი და წმიდა გიორგი დროგამოშვებით "იარებიან" ქაჯავეთში, მაგრამ [[ანდრეზი]] და სიმღერა გადმოგვცემს მხოლოდ ერთგზის მოგზაურობას [[ხახმატის ჯვარი]]სას ქაჯავეთისაკენ და ისიც სამძიმარის გარეშე, რადგან ამ დროს სამძიმარი ქაჯავეთშია და, შესაძლოა, ელის მხსნელს. მართალია, წმიდა გიორგი მასთან ერთად ბრუნდება უკან, მაგრამ არ ჩანს, რომ ქაჯის ქალი მოდენიდეს იქიდან გამორეკილ ნახირს, რომლის მწყემსად თქმულებაში დასახელებულია [[კარატის ჯვარი]] [[კოპალა]] და არა სამძიმარი. შეიძლება მისი ეს სიტყვები ("ქაჯავეთ ვიარებოდიდიო...") მისი ბიოგრაფიის რომელიმე ეპიზოდს გულისხმობდეს, რომელსაც უკვე მოუსწრია დავიწყება. დღევანდელ სამძიმარს კი ნაკლები კავშირი აქვს ქაჯავეთის ნახირთან და, საერთოდ, საქონელთან. ხახმატის ჯვარში მას სრულიად განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია და თავისებური თავგადასავალი აქვს, რასაც ის თავისი ქადაგის პირით ამხელს.
 
ჯერ ვისაუბროთ მის წარმომავლობაზე, რომელიც წინააღმდეგობრივია და ორი ურთიერთგამომრიცხველი ტრადიციით არის ცნობილი. ერთი ტრადიციის თანახმად, ქაჯის ქალები — სამძიმარი, [[მზექალი]] და [[აშექალი]] ძალით არიან მოტაცებულნი. თურმე ამბობდნენ: "აქვე დაგვხოცეთ და თქვენთან (ღვთისშვილებთან) არ წამოვალთო"; არ მოჰყვებოდნენ, ვიდრე ხახმატის ჯვარმა არ აღუთქვა მათ საარსო წილის მიცემა ხახმატის მიწა-წყალზე და "ძალისა და შეძლების" განაწილება მათთვის; ჰპირდებოდა მათ, რომ ღვთისშვილთა უფლებით იქნებოდნენ დაარსებულნი ხახმატში ანუ იქნებოდნენ ჯვარნი. აი, ამ პირობით გამოატაცებინა თავი ხახმატის წმ. გიორგის სამმა ქაჯმა ქალმა სამძიმარის უფროსობით.<ref><small>ალ. ოჩიაური, თქმულებები ხევსურულ ღვთაებათა და ღვთისშვილთა შესახებ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივი, M 151938, 1938, გვ. 107-108</small></ref>
+
ჯერ ვისაუბროთ მის წარმომავლობაზე, რომელიც წინააღმდეგობრივია და ორი ურთიერთგამომრიცხველი ტრადიციით არის ცნობილი.  
 +
 
 +
ერთი ტრადიციის თანახმად, ქაჯის ქალები — სამძიმარი, [[მზექალი]] და [[აშექალი]] ძალით არიან მოტაცებულნი. თურმე ამბობდნენ: "აქვე დაგვხოცეთ და თქვენთან (ღვთისშვილებთან) არ წამოვალთო"; არ მოჰყვებოდნენ, ვიდრე ხახმატის ჯვარმა არ აღუთქვა მათ საარსო წილის მიცემა ხახმატის მიწა-წყალზე და "ძალისა და შეძლების" განაწილება მათთვის; ჰპირდებოდა მათ, რომ ღვთისშვილთა უფლებით იქნებოდნენ დაარსებულნი ხახმატში ანუ იქნებოდნენ ჯვარნი. აი, ამ პირობით გამოატაცებინა თავი ხახმატის წმ. გიორგის სამმა ქაჯმა ქალმა სამძიმარის უფროსობით.<ref><small>ალ. ოჩიაური, თქმულებები ხევსურულ ღვთაებათა და ღვთისშვილთა შესახებ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივი, M 151938, 1938, გვ. 107-108</small></ref>
 +
 
 +
სხვა ტრადიციით, რომელიც თითქოს ხუცესთა სიტყვების — "ტყვენო, ეაჯეთ, ნაჴსარნო" — განმარტებას წარმოადგენს, ხახმატის ჯვარის "მოდენი" ქაჯავეთის ტყვეობიდან არიან გამოხსნილნი, როგორც ნესტანი. ასეც ამბობენ: "ქაჯეთის ნაჴსრობა კიდენ ასე ნიშნავს, ვითომ დატვევებულები ჰყვანდეს და აჴსნეს ამ ანგელოზებმ და წამაიყვანეს". მაგრამ როგორ მოხვდნენ ტყვეობაში ეს ქალები, ამის ანდრეზი არ ჩანს.
 +
 
 +
ზღაპრებში და საგმირო ეპოსში გამოხსნილი ქალი, მზეთუნახავი, როგორც წესი, გამომხსნელი გმირის საცოლეა. გმირს საცოლე მოჰყავს ქაჯეთიდან, ბროლის კოშკიდან, ქვესკნელიდან, სადაც მზეთუნახავს არ სურს დარჩენა და ეხმარება თავის რჩეულს, ასწავლის გზასა და ხერხს უცხო ქვეყანაში. ჩვენი ანდრეზი საკრალური თქმულებაა, რადგან ის ეხება კულტის დაფუძნებას, ამიტომაც გამოხსნილი ქალი, თუნდაც ის იყოს მზეთუნახავი (ასეთადაც არის მიჩნეული ქაჯის ქალი), ვერ იქნება საცოლე მისი გამომხსნელი გმირისა, რადგან ეს გმირი არის ღვთისშვილი, ანგელოზი, უხორცო არსება.
 +
 
 +
ხახმატის წმიდა გიორგის ტყვე ქალები თავის მოდეებად მოჰყავს ხახმატში, მათ შორის პირველი და მთავარი სამძიმარი, ხოლო სამძიმარი ასე ალაპარაკებს თავის ქადაგს:
 +
::::::::::::: წამამიყვანა გიორგიმაო,
 +
::::::::::::: მე ხო ქალ ვიყავ ქაჯისაო
 +
::::::::::::: მამანათვლივა ქრისტე ღმერთსაო,
 +
::::::::::::: გავჴე ჴორციელთ სალოცავიო<ref><small>იქვე, გვ. 113</small></ref>
 
----
 
----
 
'''შენიშვნები'''
 
'''შენიშვნები'''

11:04, 19 სექტემბერი 2020-ის ვერსია

სამძიმარი

სინონიმი: სამძივარი

ქაჯავეთ ვიარებოდიდიო, ნახირს აიქით ვადენდიდიო

ამ სიტყვებს ათქმევინებს თავის ქადაგს, მეენეს, ქაჯავეთიდან წამოყვანილი ქაჯის ქალი. ხახმატის წმიდა გიორგიმ სამძიმარი გამოიტაცა თუ გამოიხსნა ქაჯავეთიდან ქაჯავეთურ განძთან ერთად. ახლა კი სამძიმარი ამბობს, ქაჯავეთში დავდიოდი და საქონელს იქიდან მოვდენიდიო. ზმნის ხოლმებითი კილო — "ვიარებოდიდი" — თითქოს მოწმობს, რომ სამძიმარი ხახმატის ჯვარის მსგავსად პერიოდულად მგზავრობს ქაჯავეთში. ხომ ასე მიმართავენ ამ ღვთისშვილს

ქაჯავეთ რად იარები, გიორგი მგლისა ფერაო?

ჩანს, თითქოს, სამძიმარი და წმიდა გიორგი დროგამოშვებით "იარებიან" ქაჯავეთში, მაგრამ ანდრეზი და სიმღერა გადმოგვცემს მხოლოდ ერთგზის მოგზაურობას ხახმატის ჯვარისას ქაჯავეთისაკენ და ისიც სამძიმარის გარეშე, რადგან ამ დროს სამძიმარი ქაჯავეთშია და, შესაძლოა, ელის მხსნელს. მართალია, წმიდა გიორგი მასთან ერთად ბრუნდება უკან, მაგრამ არ ჩანს, რომ ქაჯის ქალი მოდენიდეს იქიდან გამორეკილ ნახირს, რომლის მწყემსად თქმულებაში დასახელებულია კარატის ჯვარი კოპალა და არა სამძიმარი. შეიძლება მისი ეს სიტყვები ("ქაჯავეთ ვიარებოდიდიო...") მისი ბიოგრაფიის რომელიმე ეპიზოდს გულისხმობდეს, რომელსაც უკვე მოუსწრია დავიწყება. დღევანდელ სამძიმარს კი ნაკლები კავშირი აქვს ქაჯავეთის ნახირთან და, საერთოდ, საქონელთან. ხახმატის ჯვარში მას სრულიად განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია და თავისებური თავგადასავალი აქვს, რასაც ის თავისი ქადაგის პირით ამხელს.

ჯერ ვისაუბროთ მის წარმომავლობაზე, რომელიც წინააღმდეგობრივია და ორი ურთიერთგამომრიცხველი ტრადიციით არის ცნობილი.

ერთი ტრადიციის თანახმად, ქაჯის ქალები — სამძიმარი, მზექალი და აშექალი ძალით არიან მოტაცებულნი. თურმე ამბობდნენ: "აქვე დაგვხოცეთ და თქვენთან (ღვთისშვილებთან) არ წამოვალთო"; არ მოჰყვებოდნენ, ვიდრე ხახმატის ჯვარმა არ აღუთქვა მათ საარსო წილის მიცემა ხახმატის მიწა-წყალზე და "ძალისა და შეძლების" განაწილება მათთვის; ჰპირდებოდა მათ, რომ ღვთისშვილთა უფლებით იქნებოდნენ დაარსებულნი ხახმატში ანუ იქნებოდნენ ჯვარნი. აი, ამ პირობით გამოატაცებინა თავი ხახმატის წმ. გიორგის სამმა ქაჯმა ქალმა სამძიმარის უფროსობით.[1]

სხვა ტრადიციით, რომელიც თითქოს ხუცესთა სიტყვების — "ტყვენო, ეაჯეთ, ნაჴსარნო" — განმარტებას წარმოადგენს, ხახმატის ჯვარის "მოდენი" ქაჯავეთის ტყვეობიდან არიან გამოხსნილნი, როგორც ნესტანი. ასეც ამბობენ: "ქაჯეთის ნაჴსრობა კიდენ ასე ნიშნავს, ვითომ დატვევებულები ჰყვანდეს და აჴსნეს ამ ანგელოზებმ და წამაიყვანეს". მაგრამ როგორ მოხვდნენ ტყვეობაში ეს ქალები, ამის ანდრეზი არ ჩანს.

ზღაპრებში და საგმირო ეპოსში გამოხსნილი ქალი, მზეთუნახავი, როგორც წესი, გამომხსნელი გმირის საცოლეა. გმირს საცოლე მოჰყავს ქაჯეთიდან, ბროლის კოშკიდან, ქვესკნელიდან, სადაც მზეთუნახავს არ სურს დარჩენა და ეხმარება თავის რჩეულს, ასწავლის გზასა და ხერხს უცხო ქვეყანაში. ჩვენი ანდრეზი საკრალური თქმულებაა, რადგან ის ეხება კულტის დაფუძნებას, ამიტომაც გამოხსნილი ქალი, თუნდაც ის იყოს მზეთუნახავი (ასეთადაც არის მიჩნეული ქაჯის ქალი), ვერ იქნება საცოლე მისი გამომხსნელი გმირისა, რადგან ეს გმირი არის ღვთისშვილი, ანგელოზი, უხორცო არსება.

ხახმატის წმიდა გიორგის ტყვე ქალები თავის მოდეებად მოჰყავს ხახმატში, მათ შორის პირველი და მთავარი სამძიმარი, ხოლო სამძიმარი ასე ალაპარაკებს თავის ქადაგს:

წამამიყვანა გიორგიმაო,
მე ხო ქალ ვიყავ ქაჯისაო
მამანათვლივა ქრისტე ღმერთსაო,
გავჴე ჴორციელთ სალოცავიო[2]

შენიშვნები
  1. ალ. ოჩიაური, თქმულებები ხევსურულ ღვთაებათა და ღვთისშვილთა შესახებ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივი, M 151938, 1938, გვ. 107-108
  2. იქვე, გვ. 113