ზარბაზანი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
<big>'''ზარბაზანი'''</big> | <big>'''ზარბაზანი'''</big> | ||
---- | ---- | ||
− | ქართული შესატყვისი: ქვემეხი | + | ქართული შესატყვისი: '''ქვემეხი''' |
წარმოადგენს სპილენძისაგან ან ბრინჯაოსაგან დამზადებულ ლითონის მილს, რომლის ერთი ბოლო ამოლუქულია, ზემოდან კი საფალიე ნახვრეტი აქვს. ხშირ შემთხვევაში ზარბაზნების შუა წელზე სახელურებია დამაგრებული, ხოლო ზედაპირი სხვადასხვა რელიეფური ორნამენტითაა მორთული. | წარმოადგენს სპილენძისაგან ან ბრინჯაოსაგან დამზადებულ ლითონის მილს, რომლის ერთი ბოლო ამოლუქულია, ზემოდან კი საფალიე ნახვრეტი აქვს. ხშირ შემთხვევაში ზარბაზნების შუა წელზე სახელურებია დამაგრებული, ხოლო ზედაპირი სხვადასხვა რელიეფური ორნამენტითაა მორთული. | ||
+ | |||
XV-XVIII საუკუნეების ქართველმა მეფეებმა კარგად იცოდნენ არტილერიის მნიშვნელობა, მაგრამ XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე მაინც ვერ მოხერხდა ქართული ზარბაზნების წარმოების შექმნა. ამ საქმის განვითარებისათვის, დიდი გასამჯელოს დაპირებით, მეფე ერეკლემ მადნის ბერძენი ოსტატების ოსმალეთიდან გადმოყვანა მოახერხა, რომლებმაც 1774 წელს ახტალასა და ალავერდში სპილენძისა და ვერცხლის მოპოვება-გამოდნობის საქმე განავითარეს. | XV-XVIII საუკუნეების ქართველმა მეფეებმა კარგად იცოდნენ არტილერიის მნიშვნელობა, მაგრამ XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე მაინც ვერ მოხერხდა ქართული ზარბაზნების წარმოების შექმნა. ამ საქმის განვითარებისათვის, დიდი გასამჯელოს დაპირებით, მეფე ერეკლემ მადნის ბერძენი ოსტატების ოსმალეთიდან გადმოყვანა მოახერხა, რომლებმაც 1774 წელს ახტალასა და ალავერდში სპილენძისა და ვერცხლის მოპოვება-გამოდნობის საქმე განავითარეს. | ||
ხაზი 17: | ხაზი 18: | ||
საქართველო სამხედრო კადრების ნაკლებლობას განიცდიდა XVIII საუკუნის 60-იან წლებში, ერეკლე მეორემ საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთს პაატა ანდრონიკაშვილი მიავლინა. პაატამ რუსეთის არმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70-იანი წლების პირველ ნახევარში სამშობლოში დაბრუნებულს საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა დაევალა. იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს სამხედრო წარმოების გარდაქმნას. ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში სამხედრო წარმოების ევროპულ ყაიდაზე გადასვლისა. 1780 წელს პ. ანდრონიკაშვილმა არტილერიის უფროსობა მიიღო. | საქართველო სამხედრო კადრების ნაკლებლობას განიცდიდა XVIII საუკუნის 60-იან წლებში, ერეკლე მეორემ საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთს პაატა ანდრონიკაშვილი მიავლინა. პაატამ რუსეთის არმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70-იანი წლების პირველ ნახევარში სამშობლოში დაბრუნებულს საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა დაევალა. იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს სამხედრო წარმოების გარდაქმნას. ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში სამხედრო წარმოების ევროპულ ყაიდაზე გადასვლისა. 1780 წელს პ. ანდრონიკაშვილმა არტილერიის უფროსობა მიიღო. | ||
+ | |||
<div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">[[ფაილი:Zarbazani.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>ძველებური ზარბაზანი</small></center>]]</div> | <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">[[ფაილი:Zarbazani.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>ძველებური ზარბაზანი</small></center>]]</div> | ||
+ | |||
1790-1794 წლებში ერეკლე II-მ იარაღის ქარხანა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასწია, რადგანაც იცოდა, რომ ირანიდან მოახლოებულ საფრთხეს თავისი მცირე ლაშქრის სამხედრო აღჭურვილობით ვერ გაუმკლავდებოდა. დამატებით შეისყიდა 19 ევროპული ყაიდის ქვემეხი, მოიწვია არტილერიის ინგლისელი სპეციალისტი, მისი დახმარებით გააუმჯობესა ქვემეხების დამზადების საქმე. თბილისში მანამდე არსებული ქვემეხების ჩამომსხმელი ქარხანა, 90-იან წლებში ქვემეხების დამზადების ინგლისურ წესზე გადავიდა. ამ დროს პაატა ანდრონიკაშვილი ცოცხალი აღარ იყო. მის საქმეს აგრძელებდნენ გაბრიელ არეშიშვილი და გიორგი გურამიშვილი. რუსეთში გაზრდილმა ამ სპეციალისტებმა 1790-1794 წლებში არტილერიის წარმოებისა და გამოყენების ინგლისური წესებიც შეისწავლეს. ქართული არტილერიის სრულყოფაში მონაწილეობდა, აგრეთვე ავსტრიელი ოსიპ ვეტინგი. | 1790-1794 წლებში ერეკლე II-მ იარაღის ქარხანა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასწია, რადგანაც იცოდა, რომ ირანიდან მოახლოებულ საფრთხეს თავისი მცირე ლაშქრის სამხედრო აღჭურვილობით ვერ გაუმკლავდებოდა. დამატებით შეისყიდა 19 ევროპული ყაიდის ქვემეხი, მოიწვია არტილერიის ინგლისელი სპეციალისტი, მისი დახმარებით გააუმჯობესა ქვემეხების დამზადების საქმე. თბილისში მანამდე არსებული ქვემეხების ჩამომსხმელი ქარხანა, 90-იან წლებში ქვემეხების დამზადების ინგლისურ წესზე გადავიდა. ამ დროს პაატა ანდრონიკაშვილი ცოცხალი აღარ იყო. მის საქმეს აგრძელებდნენ გაბრიელ არეშიშვილი და გიორგი გურამიშვილი. რუსეთში გაზრდილმა ამ სპეციალისტებმა 1790-1794 წლებში არტილერიის წარმოებისა და გამოყენების ინგლისური წესებიც შეისწავლეს. ქართული არტილერიის სრულყოფაში მონაწილეობდა, აგრეთვე ავსტრიელი ოსიპ ვეტინგი. | ||
საარტილერიო საქმის განვითარებისათვის დენთის (იხ.) დამზადება საჭირო აუცილებლობას წარმოადგენდა. XVIII საუკუნის II ნახევარში თოფისწამალს გარკვეულწილად მოქალაქე ხელოსნები ამზადებდნენ და ვაჭრობდნენ კიდეც, რაც მეფემ აკრძალა და წარმოების უფლება მხოლოდ ერთ პირს - თაყუაშვილს უბოძა. მეფის ნებართვით მან 1770 წელს თოფის წამლის ქარხანა ააშენა. ამრიგად, გვარჯილისა და დენთის დამზადება-ვაჭრობას ერეკლე II თავად აკონტროლებდა. | საარტილერიო საქმის განვითარებისათვის დენთის (იხ.) დამზადება საჭირო აუცილებლობას წარმოადგენდა. XVIII საუკუნის II ნახევარში თოფისწამალს გარკვეულწილად მოქალაქე ხელოსნები ამზადებდნენ და ვაჭრობდნენ კიდეც, რაც მეფემ აკრძალა და წარმოების უფლება მხოლოდ ერთ პირს - თაყუაშვილს უბოძა. მეფის ნებართვით მან 1770 წელს თოფის წამლის ქარხანა ააშენა. ამრიგად, გვარჯილისა და დენთის დამზადება-ვაჭრობას ერეკლე II თავად აკონტროლებდა. | ||
ხაზი 25: | ხაზი 28: | ||
XVIII საუკუნის II ნახევრის ზარბაზნების საბრძოლო მახასიათებლები შემდეგნაირად წარმოგვიდგება: 1757- 1796 წლებში საარტილერიო ქვემეხების კალიბრი მერყეობს 76 მმ-დან 245 მმ-მდე. (პაატა ანდრონიკაშვილის მოღვაწეობის პერიოდში 120 მმ-დან 152 მმ-დე), სროლის მანძილი კი 20-22 გრადუსიანი კუთხით გასროლისას 1066 მ-დან 2980 მ-მდე განისაზღვრებოდა. შესაბამისად, პაატა ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით დამზადებული ზარბაზნები მიახლოებით იგივე ტექნიკური მახასიათებლებისა უნდა ყოფილიყო. | XVIII საუკუნის II ნახევრის ზარბაზნების საბრძოლო მახასიათებლები შემდეგნაირად წარმოგვიდგება: 1757- 1796 წლებში საარტილერიო ქვემეხების კალიბრი მერყეობს 76 მმ-დან 245 მმ-მდე. (პაატა ანდრონიკაშვილის მოღვაწეობის პერიოდში 120 მმ-დან 152 მმ-დე), სროლის მანძილი კი 20-22 გრადუსიანი კუთხით გასროლისას 1066 მ-დან 2980 მ-მდე განისაზღვრებოდა. შესაბამისად, პაატა ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით დამზადებული ზარბაზნები მიახლოებით იგივე ტექნიკური მახასიათებლებისა უნდა ყოფილიყო. | ||
---- | ---- | ||
− | '''წყაროები | + | '''წყაროები''' |
* <small>მ. ქაფიანიძე, ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების ისტორიისათვის, ეთნოლოგიური ძიებანი ტ.III, 2007</small> | * <small>მ. ქაფიანიძე, ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების ისტორიისათვის, ეთნოლოგიური ძიებანი ტ.III, 2007</small> | ||
− | * <small>ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011</small> | + | * <small><span class="plainlinks">[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=1401 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011]</span></small> |
---- | ---- | ||
[[კატეგორია:ზ]] | [[კატეგორია:ზ]] | ||
[[კატეგორია:იარაღი და საბრძოლო ხელოვნება]] | [[კატეგორია:იარაღი და საბრძოლო ხელოვნება]] |
მიმდინარე ცვლილება 08:52, 2 მარტი 2021 მდგომარეობით
ზარბაზანი
ქართული შესატყვისი: ქვემეხი
წარმოადგენს სპილენძისაგან ან ბრინჯაოსაგან დამზადებულ ლითონის მილს, რომლის ერთი ბოლო ამოლუქულია, ზემოდან კი საფალიე ნახვრეტი აქვს. ხშირ შემთხვევაში ზარბაზნების შუა წელზე სახელურებია დამაგრებული, ხოლო ზედაპირი სხვადასხვა რელიეფური ორნამენტითაა მორთული.
XV-XVIII საუკუნეების ქართველმა მეფეებმა კარგად იცოდნენ არტილერიის მნიშვნელობა, მაგრამ XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე მაინც ვერ მოხერხდა ქართული ზარბაზნების წარმოების შექმნა. ამ საქმის განვითარებისათვის, დიდი გასამჯელოს დაპირებით, მეფე ერეკლემ მადნის ბერძენი ოსტატების ოსმალეთიდან გადმოყვანა მოახერხა, რომლებმაც 1774 წელს ახტალასა და ალავერდში სპილენძისა და ვერცხლის მოპოვება-გამოდნობის საქმე განავითარეს.
ერეკლე II-ის ინიციატივით, თბილისში ჯერ კიდევ 1749 წელს, ააგეს საარტილერიო ქარხანა (ჯაბახანა), სადაც ციხის თოფებს, ზამბულაკებს, თოფ-იარაღსა და ზარბაზნებს ასხამდნენ.
შემდგომში, მეფე ერეკლემ ისარგებლა საქართველოში გენერალ ტოტლებენის მეთაურობით ჯარის შემოყვანით და მას საარტილერიო საქმის ქართველი სპეციალისტების მომზადება სთხოვა. ტოტლებენის ბრძანების საფუძველზე, 1769 წლის ნოემბრიდან 1770 წლის თებერვლამდე პოდპოლკოვნიკი ს. ჩოლოყაშვილი, რუსეთის მთავრობის წარმომადგენელ ანტონ თარხან-მოურავთან ერთად ტფილისში იმყოფებოდა. ისინი ერეკლე მეფის ხალხს ზარბაზნებისა და მორტირების გაკეთებასა და გამოყენებას ასწავლიდნენ.
ქარხანა მდებარეობდა ძველი თბილისის გარეუბანში - კოჯრის ძველი გზის დასაწყისის, დღევანდელი კ. ლესელიძის, შ. დადიანის, ლ. ასათიანის ქუჩის მიდამოებში.
აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-საც ჰქონდა მცდელობა საარტელერიო საქმე ქარხნული წესით ეწარმოებინა, მისი დავალებით „საარტილერიო წიგნი“ რუსულიდან ვინმე მიხეილ ელიევიჩის 1725 წელს ქართულად გადაუთარგმნია. ვახტანგ VI-ის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. შემდგომში ამ სახელმძღვანელოთი სარგებლობდნენ მეფე ერეკლე და გიორგი თარხან-მოურავი.
1776 წელს განახლებული საარტილერიო ქარხნისა და არტილერიის უფროსი გიორგი თარხნ-მოურავი იყო, რომელმაც მეფე ერეკლეს ზარბაზნები დაუმზადა. იგი ამ თანამდებობაზე 1780 წლამდე მოღვაწეობდა. ერეკლე მეფეს არ აკმაყოფილებდა ზარბაზნის ადგილობრივი წარმოება და თბილისის საარტილერიო ქარხნის უახლოესი ტექნიკის მიხედვით გარდაქმნა განიზრახა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ზარბაზნების წარმოება ევროპასა და რუსეთის არმიებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. გლუვლულიანი ზარბაზანი ფოლადის დაღარულლულიანით შეიცვალა.
საქართველო სამხედრო კადრების ნაკლებლობას განიცდიდა XVIII საუკუნის 60-იან წლებში, ერეკლე მეორემ საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთს პაატა ანდრონიკაშვილი მიავლინა. პაატამ რუსეთის არმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70-იანი წლების პირველ ნახევარში სამშობლოში დაბრუნებულს საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა დაევალა. იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს სამხედრო წარმოების გარდაქმნას. ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში სამხედრო წარმოების ევროპულ ყაიდაზე გადასვლისა. 1780 წელს პ. ანდრონიკაშვილმა არტილერიის უფროსობა მიიღო.
1790-1794 წლებში ერეკლე II-მ იარაღის ქარხანა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასწია, რადგანაც იცოდა, რომ ირანიდან მოახლოებულ საფრთხეს თავისი მცირე ლაშქრის სამხედრო აღჭურვილობით ვერ გაუმკლავდებოდა. დამატებით შეისყიდა 19 ევროპული ყაიდის ქვემეხი, მოიწვია არტილერიის ინგლისელი სპეციალისტი, მისი დახმარებით გააუმჯობესა ქვემეხების დამზადების საქმე. თბილისში მანამდე არსებული ქვემეხების ჩამომსხმელი ქარხანა, 90-იან წლებში ქვემეხების დამზადების ინგლისურ წესზე გადავიდა. ამ დროს პაატა ანდრონიკაშვილი ცოცხალი აღარ იყო. მის საქმეს აგრძელებდნენ გაბრიელ არეშიშვილი და გიორგი გურამიშვილი. რუსეთში გაზრდილმა ამ სპეციალისტებმა 1790-1794 წლებში არტილერიის წარმოებისა და გამოყენების ინგლისური წესებიც შეისწავლეს. ქართული არტილერიის სრულყოფაში მონაწილეობდა, აგრეთვე ავსტრიელი ოსიპ ვეტინგი. საარტილერიო საქმის განვითარებისათვის დენთის (იხ.) დამზადება საჭირო აუცილებლობას წარმოადგენდა. XVIII საუკუნის II ნახევარში თოფისწამალს გარკვეულწილად მოქალაქე ხელოსნები ამზადებდნენ და ვაჭრობდნენ კიდეც, რაც მეფემ აკრძალა და წარმოების უფლება მხოლოდ ერთ პირს - თაყუაშვილს უბოძა. მეფის ნებართვით მან 1770 წელს თოფის წამლის ქარხანა ააშენა. ამრიგად, გვარჯილისა და დენთის დამზადება-ვაჭრობას ერეკლე II თავად აკონტროლებდა.
თოფისწამლის სარეწაო, ისევე როგორც ზარბაზნების ქარხანა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ იმსხვერპლა. შემდგომში კი ქართული იარაღწარმოება რუსეთის იმპერიალისტურ გეგმებში აღარ შედიოდა და ქართული ქვემეხების ისტორიაც დასრულდა.
XVIII საუკუნის II ნახევრის ზარბაზნების საბრძოლო მახასიათებლები შემდეგნაირად წარმოგვიდგება: 1757- 1796 წლებში საარტილერიო ქვემეხების კალიბრი მერყეობს 76 მმ-დან 245 მმ-მდე. (პაატა ანდრონიკაშვილის მოღვაწეობის პერიოდში 120 მმ-დან 152 მმ-დე), სროლის მანძილი კი 20-22 გრადუსიანი კუთხით გასროლისას 1066 მ-დან 2980 მ-მდე განისაზღვრებოდა. შესაბამისად, პაატა ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით დამზადებული ზარბაზნები მიახლოებით იგივე ტექნიკური მახასიათებლებისა უნდა ყოფილიყო.
წყაროები
- მ. ქაფიანიძე, ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების ისტორიისათვის, ეთნოლოგიური ძიებანი ტ.III, 2007
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011