გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

არქიტექტურული სტილი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''არქიტექტურული სტილი'''</big> ---- არქიტექტურულ-კონსტრუქციული დ...)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 19:39, 15 აპრილი 2023 მდგომარეობით

არქიტექტურული სტილი


არქიტექტურულ-კონსტრუქციული და მხატვრული ხერხების ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგრადი ერთიანობა, რომელიც შეპირობებულია საზოგადოებრივ-ისტორიული იდეური შინაარსის ერთობლიობით. ტერმინი აღნიშნავს რომელიმე ხალხის, დროის მონაკვეთის, მიმდინარეობის, მიმართულების, სკოლის ხუროთმოძღვრული ხელოვნების მახასიათებელი ნიშნების ერთობლიობას. ზოგჯერ ეს ტერმინი იხმარება იმ ძეგლთა ჯგუფის გამოსაყოფად, რომელთაც გააჩნიათ მკაფიოდ გამოსახული განმასხვავებელი ნიშნები.