გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბაროკო: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''ბაროკო'''</big> ---- (ფრანგ. baroque - უსწორმასწორო მარგალიტი) XVI საუკუნ...)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 20:47, 23 აპრილი 2023 მდგომარეობით

ბაროკო


(ფრანგ. baroque - უსწორმასწორო მარგალიტი) XVI საუკუნის ბოლოდან XVIII საუკუნის ნახევრამდე ევროპის ხელოვნებაში (განსაკუთრებით იტალიაში) გავრცელებული სტილისტური მიმართულება. მისთვის დამახასიათებელია დიდი ანსამბლები, რომელთაც არქიტექტურის პლასტიკური ფორმები, ფერწერა, დინამიური ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები მაღალფარდოვან, ხაზგასმულად საზეიმო ხასიათს უქმნიან. ბაროკო თამამად არღვევს კლასიკური კანონების პირობით საზღვრებს და მხატვრული შინაარსის გამოსავლენად ჰქმნის არქიტექტურის ახალ საშუალებებს, ახალ კომპოზიციურ ხერხებს. რენესანსის ნაწარმოებთა მკაფიო ჰარმონიულობა და დახვეწილობა შეცვალა ფორმების გართულებულმა წყობამ.