გრძელმტევანა: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Grdzelmtevana.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>გრძელმტე...) |
(განსხვავება არ არის)
|
21:27, 9 აგვისტო 2019-ის ვერსია
გრძელმტევანა
ნაკლებად გავრცელებული პერსპექტიული ვაზის ჯიშია, იგი იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის თეთრ ღვინოს. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში გრძელმტევანა ცნობილია ტყის ვაზის სახელწოდებით. ამ სახელწოდებას ატარებს იგი სიღნაღის რაიონის ზოგიერთ სოფლებშიაც ამჟამად. გრძელმტევანა პირველად გამოვლინდა საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების ექსპედიციური შესწავლ-შეგროვების დროს - 1933 წელს. იგი აღწერილია ტყის ვაზის სახელწოდებით სოფ. ბოდბისხევში (სიღნაღის რ-ნი) მ. ციბუკაშვილის საკარმიდამო ნაკვეთზე.
ლიტერატურა
- სოლომონ ჩოლოყაშვილი, მევენახეობის სახელმძღვანელო, თბ., 1937 წ.