გუდანის ჯვარი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: გუდანის ჯვარი) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | გუდანის ჯვარი | + | <big>'''გუდანის ჯვარი'''</big> |
+ | ---- | ||
+ | წარმართული ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო ხევსურეთში. გადმოცემით, პირველად სანეს მთაზე დამკვიდრებულა, შემდეგ სოფ. გუდანში. ხევსურულ სადიდებელთა ტექსტებში მოიხსენიება საღვთო ბერი ბაადურის სახელით. ითვლებოდა ხევსურეთის 3 ძირითადი საგვარეულო-სათემო გაერთიანების: საარაბულოს, საჭინჭარაულოს, საგოგოჭუროს მთავარ ღვთაებად და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრად. გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა (გარეშე მტერზე ლაშქრობა, დაზავება, მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსების დაცვა ან შეცვლა, წლის მანძილზე მოსალოდნელ ამბავთა წინასწარ შესატყობად ქადაგის დასმა და ა. შ.). იგი ძირითადად მოლაშქრე ღვთაებად მიაჩნდათ. მიეწერებოდა თავისი საყმოს დაცვა-პატრონობის ფუნქციაც (მოუსავლიანობა, ავადმყოფობა, ხიფათი და სხვა). მისი კულტი გავრცელებული იყო მეზობელ მთიელებშიც (თუშეთი, ჩაჩნეთი, ინგუშეთი). | ||
+ | ---- | ||
+ | '''ლიტერატურა''' | ||
+ | * <small>თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველსო მთიანეთში, თბ., 1967 წ.</small> | ||
+ | * <small>გ. ჩიტაია, ეთნონიმური ხალხური გადმოცემები, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები 1955 წ., ტ. 1</small> | ||
+ | * <small>В.В. Бардавелидзе, Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957</small> | ||
+ | * <small>თ. ოჩიაური, ქსე, ტ. 3, გვ. 291, თბ., 1978 წ.</small> | ||
+ | ---- | ||
+ | [[კატეგორია:გ]] | ||
+ | [[კატეგორია:ხევსურეთი]] | ||
+ | [[კატეგორია:მითი, კულტი, რიტუალი]] |
მიმდინარე ცვლილება 05:34, 10 აგვისტო 2019 მდგომარეობით
გუდანის ჯვარი
წარმართული ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო ხევსურეთში. გადმოცემით, პირველად სანეს მთაზე დამკვიდრებულა, შემდეგ სოფ. გუდანში. ხევსურულ სადიდებელთა ტექსტებში მოიხსენიება საღვთო ბერი ბაადურის სახელით. ითვლებოდა ხევსურეთის 3 ძირითადი საგვარეულო-სათემო გაერთიანების: საარაბულოს, საჭინჭარაულოს, საგოგოჭუროს მთავარ ღვთაებად და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრად. გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა (გარეშე მტერზე ლაშქრობა, დაზავება, მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსების დაცვა ან შეცვლა, წლის მანძილზე მოსალოდნელ ამბავთა წინასწარ შესატყობად ქადაგის დასმა და ა. შ.). იგი ძირითადად მოლაშქრე ღვთაებად მიაჩნდათ. მიეწერებოდა თავისი საყმოს დაცვა-პატრონობის ფუნქციაც (მოუსავლიანობა, ავადმყოფობა, ხიფათი და სხვა). მისი კულტი გავრცელებული იყო მეზობელ მთიელებშიც (თუშეთი, ჩაჩნეთი, ინგუშეთი).
ლიტერატურა
- თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველსო მთიანეთში, თბ., 1967 წ.
- გ. ჩიტაია, ეთნონიმური ხალხური გადმოცემები, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები 1955 წ., ტ. 1
- В.В. Бардавелидзе, Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957
- თ. ოჩიაური, ქსე, ტ. 3, გვ. 291, თბ., 1978 წ.