უბაკლური: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Ubakluri.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>უბაკლური</small...) |
(განსხვავება არ არის)
|
08:38, 9 სექტემბერი 2019-ის ვერსია
უბაკლური
კახური ვაზის ჯიში
მარცვალი მომრგვალო ფორმისაა. მომწვანო-ყვითელი ფერის. კანი ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი საშუალო სიმკვრივისა და მდნადია, მარცვლის გემო სასიამოვნო და ჰარმონიულია. მარცვალი მჭიდროდაა მიმაგრებული ყუნწს. დაჰკრავს მუსკატის სუსტი გემო. გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნადაც. სოკოვანი დაავადებების მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ - უკეთ უძლებს ჭრაქს, ვიდრე ნაცარს. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
იძლევა ხარისხიან თეთრ სუფრის ღვინოს, რომელიც ღია ჩალისფერია, აქვს კარგად გამოხატული ჯიშური არომატი, ნაზი და ჰარმონიული გემო.
წყარო