გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დიდი ხუთშაბათი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''დიდი ხუთშაბათი'''</big> ---- ვების კვირის ხუთშაბათ...)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 19:56, 30 ოქტომბერი 2019 მდგომარეობით

დიდი ხუთშაბათი


ვების კვირის ხუთშაბათი, როდესაც ქრისტემ მოწაფეებს ფეხები დაბანა, უსისხლო მსხვერპლი შეწირა და საიდუმლო ზიარება დააწესა. ამ დღეს საიდუმლო ზიარების დღესაც უწოდებენ. ხევსურეთში ამ დღეს მესმიანაობა ანუ საგანგებო რიტუალი ტარდებოდა, რომლის დროსაც, ხალხური რწმენით, უსმენდნენ ეშმაკებს მათი ავი ზრახვების შეტყობის მიზნით. დასავლეთ საქართველოში მამაკაცებს ტყიდან მოჰქონდათ მწარე ბლისა და ეკლიანი ტოტები, თეთრი ქვები და სხვა, რომელთაც უბრად ალიონზე მოიტანდნენ, ინახავდნენ კერიასთან ან სხვენზე, რათ ავი თვალისგან, ეშმაკისგან დაეცვათ სახლეული. ფშავში დილით ადრე ოჯახის დიასახლისს წყაროდან უმზრახად მოჰქონდა წყალი, შემდეგ შიგ ნახშირს გახსნიდა და შეასხამდა ოჯახის ყველა წევრს, საქონელს, ეზო-ყურეს ავი თავლისგან დასაცავად. ქართლში წინა დღის ჭიაკოკონობის ნაცარს ეზოსა და ბაღ-ვენახს მოაფრქვევდნენ მავნებლისგან დასაცავად. კახეთში კი ჭიაკოკონაბის ნაცრით თავს იბანდნენ თმის გაზრდის მიზნით.