დიდმარხვა: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''დიდმარხვა'''</big> ---- დიდი მარხვა, დიდი ორმოცეული — ქრისტიანობ...) |
(განსხვავება არ არის)
|
19:59, 30 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
დიდმარხვა
დიდი მარხვა, დიდი ორმოცეული — ქრისტიანობაში განსაკუთრებული თავშეკავების დრო, რომელიც მორწმუნეებს პასექის დღესასწაულის სათანადოდ შესახვედრად ამზადებს. დიდი მარხვა დადგენილია უდაბნოში იესო ქრისტეს ორმოცდღიანი მარხვის მოსახსენებლად და ვნების კვირის ჩათვლით გრძელდება 7 კვირა (49 დღე). დიდი მარხვის ტიპიკონურ მოთხოვნათა გასათვალისწინებლად ქრისტიანს განსაკუთრებული ყურადღება ჰმართებს, რადგან ეს პერიოდი საეკლესიო წესთა და ღმრთისმსახურებათა თავისებურებებით გამოირჩევა.