ენდოგამია: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''ენდოგამია'''</big> ---- ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწინება ნ...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 15:55, 9 ნოემბერი 2019 მდგომარეობით
ენდოგამია
ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწინება ნებადართული იყო საზოგადოების გარკვეული ჯგუფის, ტომის, კასტის, საგვარეულოსა და ა.შ. შიგნით. მიჩნეულია, რომ პირველყოფილი საზოგადოების გვარი იყო ეგზოგამური, ტომი კი ენდოგამური. პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პერიოდში ზოგ ხალხში საგვარეულოები, პატრონიმიები გახდა ენდოგამური, რაც გამოწვეული იყო ქონების ახლო ნათესავებში შენარჩუნების მოთხოვნილებით.