საგალობელი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''საგალობელი'''</big> ---- რელიგიასთან დაკავშირებული, ხმით შესასრ...) |
|||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
---- | ---- | ||
[[კატეგორია:ს]] | [[კატეგორია:ს]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მითი, კულტი, რიტუალი]] |
[[კატეგორია:საშემსრულებლო ხელოვნება]] | [[კატეგორია:საშემსრულებლო ხელოვნება]] |
მიმდინარე ცვლილება 13:41, 4 იანვარი 2020 მდგომარეობით
საგალობელი
რელიგიასთან დაკავშირებული, ხმით შესასრულებელი საკულტო-სარიტუალო მუსიკალური ნაწარმოები. არსებობს ხალხური და პროფესიული სასულიერო და საერო, წარმართობის დროინდელი და შემდგომი ხანის სხვადასხვა სარწმუნოებასთან დაკავშირებული საგალობელი. სასულიერო საგალობელი სრულდება საკულტო ტაძრებში, ეკლესიებში, სინაგოგებში, მეჩეთებში, საკერპეებში. ეკლესიაში ასრულებენ წირვა-ლოცვის, ბავშვის ნათლობის, ქორწინების, პარაკლისის, პანაშვიდის, გასვენების დროს. ქართული საგალობლები სამხმიანია, თუმცა XVIII-XIX საუკუნეებში ლიტერატურულ წყაროებში გვხვდება ცნობები ექვსხმიანი საგალობლების შესახებ, რომლებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, ცნობილია მხოლოდ ცალკეული ხმების სახელები: კრინი, ზილი, თქმა, მაღალი ბანი, ბანი, დვრინი. ძველად საერო საგალობელი სრულდებოდა სუფრაზე.
ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში საგალობელი გალობით შესასრულებელი სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების პოეტური ტექსტებია. ძველი ქართული საგალობლების ნაწილი თავმოყრილია მიქაელ მოდრეკილის "იადგარში" (978-988 წწ).