თეთროსანი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''თეთროსანი'''</big> ---- 1. ისტორიული მონასტერი და კულტურული ცენტრ...) |
|||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
'''ლიტერატურა''' | '''ლიტერატურა''' | ||
* <small>თეა ქართველიშვილი, გურიის საეპისკოპოსოები, არტანუჯი, თბ.: 2006, გვ. 89</small> | * <small>თეა ქართველიშვილი, გურიის საეპისკოპოსოები, არტანუჯი, თბ.: 2006, გვ. 89</small> | ||
− | + | ||
[[კატეგორია:თ]] | [[კატეგორია:თ]] | ||
[[კატეგორია:მითი, კულტი, რიტუალი]] | [[კატეგორია:მითი, კულტი, რიტუალი]] |
21:09, 15 იანვარი 2020-ის ვერსია
თეთროსანი
1. ისტორიული მონასტერი და კულტურული ცენტრი ქვემო გურიაში, ამჟამინდელ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
თეთროსანი ხინოწმინდის საეპისკოპოსოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ერთი ვერსიით წინარეისტორიულ ხანაში იქ საკულტო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ის თეთრი გიორგის კულტთან დაკავშირებული სახელია.[1] სხვა ვერსიით საქართველოში თეთროსანი (თეთრით შემოსილი) ღვთისმშობლის ერთ-ერთ წოდებულებად იხმარებოდა. თეთროსანი ღვთისმშობლის ეკლესიები სხვადასხვა მხარეშია დაფიქსირებული.[2]
განთქმული იყო თეთროსნის ღვთისმშობლის ხატი. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ის აკეთის მაცხოვრის ტაძარში გადაასვენეს ქვემო გურიიდან ზემო გურიაში გადასახლებულმა თავდგირიძეებმა, თუმცა ხატის წარწერაში მოხსენიებული პირების მიხედვით იგი სამეგრელოში უნდა იყოს შექმნილი და მხოლოდ მას შემდეგ მოხვედრილი გურიაში. თეთროსანი მწიგნობრულ-კულტურული კერა იყო. იქ გადაიწერა XVI საუკუნის „თეთროსნის დავითნი“. მისი გადამწერი იყო გერმანოზ კალიგრაფი. ფსალმუნი გადაიწერა ქაიხოსრო გურიელისა და მისი დედის, თამარ დედოფლის, დაკვეთითა და ფინანსური უზრუნველყოფით.
თეთროსნის ტაძარი დღეს აღარ არსებობს. ის სავარაუდოდ დაანგრიეს ოსმალეთის მიერ მიტაცების შემდეგ (1728 წ.). XIX საუკუნის I ნახევარში მაქსიმ სულეიმან ბეგ თავდგირის მეუღლე უკვე თეთროსნის ნაეკლესიარზე დაუკრძალავთ.[3]
2. წმინდა გიორგის ეპოთეტი;
3. ზღვაოსანთა მფარველი ღვთაება ძველ კოლხეთში (შდრ.: ლევკოთეა)
ლიტერატურა
- თეა ქართველიშვილი, გურიის საეპისკოპოსოები, არტანუჯი, თბ.: 2006, გვ. 89