თილისმა: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''თილისმა'''</big> ---- თილისმა (ასევე ამულეტი, ლათ. amuletum) — მაგიური...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 14:44, 16 იანვარი 2020 მდგომარეობით
თილისმა
თილისმა (ასევე ამულეტი, ლათ. amuletum) — მაგიური ნივთი, რომლის ფუნქცია მისი მფლობელის დაცვა ან მისი მაგიური ზემოქმედების ეფექტურობის გაზრდაა. ზოგიერთის რწმენით თილისმებს ასევე შეუძლია წარმატების მოტანა, განსაცდელისგან დაცვა, გუნების გაუმჯობესება და სხვა. თილისმა შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი — საიუველირო ნაწარმიდან დაწყებული, ქვის ნატეხითა და ხის ქერქის ნაჭრით დამთავრებული. მაგ. ქრისტიანების გარკვეული ნაწილი ყელზე ჯვარს ატარებს, როგორც ერთგვარ თილისმას, იმ ვარაუდით, რომ ის მათ უსიამოვნებებისგან დაიცავს (და არა მხოლოდ მათ კონფესიური მიმართულების სიმბოლოს).
თილისმა შეიძლება გახდეს რაიმე პერსონაჟი ან ცხოველი. მაგ. სპორტული გუნდები და მუსიკალური ჯგუფები ხშირად იყენებენ რომელიმე პერსონაჟს საკუთარი სიმბოლო-თილისმის სახით