გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კირბები: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''კირბები'''</big> ---- აპოლონიოს როდოსელის სქოლიასტის მიხედვით კ...)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 09:47, 3 მარტი 2020 მდგომარეობით

კირბები


აპოლონიოს როდოსელის სქოლიასტის მიხედვით კირბები მაღალი ბოძებია, სხვადასხვა წარწერების შემცველი. ლექსიკოგრაფი სვიდა (X საუკ. ქ. შ.) გადმოგვცემს: „კირბები სამწახნაგა დაფებია ქვისაგან აღმართულ სვეტებზე მიკრული. ამ დაფებზე სასულიერო და საერო კანონები იწერებოდა“. თუ საიდან აიღო ცნობა კოლხეთში კირბების არსებობის შესახებ აპოლონიოს როდოსელმა, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ცნობა კირბების შესახებ პირველად აპოლონიოს როდოსელთან გვხვდება. არგოსის სიტყვები, რომ კოლხებს მამებისაგან დანაწერი კირბები აქვთ, კოლხთა კულტურის მაუწყებლად უნდა ჩაითვალოს და ჩვენში ანტიკური ხანის დამწერლობის არსებობაზე მიუთითებს. საფიქრებელია, კოლხებს, თუ არგონავტების მითის შექმნის ხანაში არა აპოლონიოს როდოსელის დროს ჰქონიათ წერილობითი ძეგლები სამანძილო კირბების სახით, რომელთაც კარტოგრაფიული მნიშვნელობა ჰქონდათ. კარლ რიტტერი წერს: "კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონების პატივდიდება სრულიადაც არ ეკუთვნის მცირე აზიის ბერძნებს. იგი, ბევრად უფრო ადრე, ხმარებაში ყოფილა კოლხეთის მოგზაურ ვაჭართა შორის."[1] აპ. როდოსელის ცნობიდან კირბების შესახებ ირკვევა, რომ ბერძნებს კოლხები მაღალი კულტურის მქონე ხალხად ჰყოლიათ წარმოდგენილი. ამას „არგონავტიკის“ სხვა ადგილებიც ადასტურებს (მაგ. აიეტის სამეფო კარის აღწერა).


ლიტერატურა:
  1. აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ, თბ., სახელგამი, 1948