კრამიტი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
<big>'''კრამიტი'''</big> | <big>'''კრამიტი'''</big> | ||
---- | ---- | ||
+ | ვარაუდობენ, რომ კრამიტის წარმოება უძველესი დროიდან უნდა დაწყებულიყო. ძვ. წ. VI საუკუნეში საბერძნეთში უკვე სავსებით ჩამოყალიბებული ფორმა ჰქონია. ერთად იხმარებოდა 2 სახის კრამიტი — ბრტყელი და ღარისებრი. ბრტყელი გვერდებაწეული კრამიტები სახურავზე იწყობოდა გვერდიგვერდ: ყოველი ზედა რიგიც კრამიტის ქვედა ბოლო გადადიოდა ქვედა რიგის კრამიტზე. ღარისებრ კრამიტებს აფარებდნენ ბრტყელი გვერდით წიბოებს. სახურავის კეხს ზოგჯერ სპეციალური კეხის კრამიტით ხურავდნენ. სახურავის ქვედა რიგის ღარისებრი კრამიტების ქვედა ბოლოებს ხშირად ჰქონდა დეკორატიული რელიეფი, რომელსაც ანტეფიქსს უქოდებდნენ. კრამიტი სახებრძნეთიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, განსაკუთრებით ელინისტურ ხანაში. ძველ რომში შემოიღეს უფრო ეკონომიური S-ებრი განივკვეთის კრამიტები. ხმარობდნენ ღარისებრ კრამიტსაც, რომელსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. როგორც S-ებრი, ისე ღარისებრი კრამიტი. დასავლეთ ევროპაში ბოლო დრომდე შემორჩა, პირველი ესპანური, ხოლო მეორე თურქული კრამიტის სახელწოდებით. ორივე ტიპი ამერიკაშიც გავრცელდა. | ||
+ | |||
+ | ძველ ჩინეთსა და იაპონიაშიც პრინციპულად იმავე ტიპის კრამიტი იყო გავრცელებული, როგორიც ძველ საბერძნეთში, ოღონდ ჩინური და იაპინური კრამიტი კაშკაშა ფერადი ჭიქურითაა დაფარული. ჩინეთში ტაძრებზე უპირატესად ყვითელი კრამიტი იხმარებოდა, იაპონიის ბუდისტურ ტაძრებს ხურავდნენ რუხი ფერის კრამიტით, რომელიც დაფარული იყო სპეციალური საღებავით-ლუსტრით. | ||
+ | |||
+ | საქართველოში კრამიტი გავრცელდა ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს შავიზღვისპირეთის ბერძნების ახალშენებიდან. კრამიტის ქართული სახელწოდებაც ძვ. ბერძნულიდან მომდინარეობს (karamidos), ანტიკური ხანის ქართული (ე. წ. მცხეთური) კრამიტი ბერძნული პროტოტიპებისაგან განსხვავდება კონსტრუქციის ცალკეული დეტალებით, ნაწილობრივ დამზადების ტექნიკითაც. ანტიკური ხანის საქართველოში კრამიტი წითლად იყო შეღებილი. უძველესი კრამიტი საქართველოში აღმოჩნდა ვანში, სამადლოში, მცხეთაში. გვიანდელი ანტიკურ ხანაში კრამიტის წარმოება ფართოდ გავრცელდა მთელ საქართველოში. შუა საუკუნეებში კრამიტის ტიპი არ შეცვლილა, ოღონდ გავრცელდა კრამიტის ფერადი (მწვანე, ცისფერი და სხვა) ჭიქურით დაფარვის წესი. მოუჭიქავ კრამიტებზე ხანდახან წარწერებია, ზოგჯერ კი სხვადასხვა სახეა ამოტვიფრული. ხშირია რელიეფურგამოსახულებიანი და წარწერებიანი დეკორატიული ანტეფიქსები. შედარებით იშვიათად იხმარებოდა ღარისებრი კრამიტებიც, რომლებსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. ამ ტიპის კრამიტი აღმოსავლეთ საქართველოში დღესაც კახური კრამიტის სახელწოდებითაა ცნობილი. მის პარალელურად ბოლო დრომდე იხმარებოდა აგრეთვე თევზის ქერცლის ფორმის ბრტყელი კრამიტი, რომელიც ქართული კრამიტის სახელითაა ცნობილი. XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში დაიწყო ევროპული ე. წ. მარსელური კრამიტის ქარხნული წარმოება. | ||
+ | სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობების გადასახური. მეკრამიტეთა საქმიანობა კრამიტის თიხის გახმობა-დალბობით იწყება. დაზელილი თიხა გაბრტყელდება და მოსუფთავებულ [[სოხანე]]ს თხლად დაეკვრება. გაბრტყელებული თიხის შუაგულში მარცხენა ფეხს დააბჯენენ და მარჯვენა ფეხის ქუსლის ცემით ირგვლივ შემოვლას დაიწყებენ. ქუსლისავე დახმარებით თიხას ნაწილებად დაჭრიან და შლამმოყრილ [[დაზგა]]ზე გუნდებს დააწყობენ. ამის შემდეგ ხდება ხელით დარჩევა, რათა საკრამიტე მასა განთავისუფლდეს მინარევებისაგან. აქედან იწყება კრამიტის მოჭრა ყალიბის საშუალებით. [[ყალიბი]] ხისაგან გაკეთებული მოგრძო ჩარჩოა, რომელსაც ერთი მხარე ფართო, ხოლო ბოლო ვიწრო აქვს. ყალიბში გაყვანილსა და ზედაპირგადასწორებულ თიხას ე.წ. [[ქობუნა]]ზე გადაიტანენ. საქართველოში ადრე სწორი ქართული კრამიტი იჭრებოდა, შემდგომ პერიოდში ქართული კრამიტი შეცვალა ღარიანმა კრამიტმა. ღარიან კრამიტს ამობურცული ზურგი აქვს, რომლის ერთი ნაპირი ბრტყელია, მასზე კარგად რომ მოთავსდეს მეორე ცალი. ღარიანი კრამიტი შუაზე გაჭრილი მილის ფორმისაა. ორ ერთმანეთთან მიჯრით მოწყობილ ამოყირავებულ კრამიტს ზემოდან დამხობილი აქვს მესამე კრამიტი. სახლის გადახურვა ძველად სწორი და ღარიანი კრამიტის მონაცვლეობა-შერწყმით ხდებოდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მარტო ღარისებური კრამიტი იჭრებოდა. საქართველოში არსებობს "ქსნური კრამიტიც", რომელსაც იტალიურ კრამიტსაც უწოდებენ. საკრამიტე ქარხანა სოფ. ქსანში იტალიელს აუშენებია და სახელიც ქედან მომდინარეობს. სოფ. ქსანში დამზადებული კრამიტი მთელ საქართველოში ვრცელდებოდა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად კრამიტი და აგურიც საკულტო დანიშნულების ნაგებობებისათვის იყო განკუთვნილი. არქეოლოგების აზრით, კრამიტი სამეფო, გაბატონებული წრისათვის განკუთვნილი ნაგებობების გადასახურავად იხმარებოდა. ეთნოგრაფიულ ყოფაში შემოგვრჩა მოკალული, ანუ მოჭიქული კრამიტიც. რომლითაც იხურებოდა საკულტო ნაგებობები. ამგვარი კრამიტის გავრცელების ფაქტი დასტურდება ბაგინეთის, ვანისა და ურეკის არქეოლოგიურ ძეგლებზე. მოჭიქული კრამიტით გადახურული ყოფილა ალავერდის ტაძარი და ლურჯი მონასტერი ქ. თბილისში, კვეტერას ეკლესია. ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმის კერემიკის ფონდში დაცულია სოფელ შროშიდან ჩამოტანილი ლურჯად მოჭიქული კრამიტი. | ||
+ | ---- | ||
+ | ლიტერატურა: | ||
+ | * <small>ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I, კახური, თბ., 1949</small> | ||
+ | * <small>მ. ზანდუკელი, ქართული კერამიკა, 1982</small> | ||
+ | * <small>ა. ბოხოჩაძე, რუსთაველის ეპოქის სამშენებლო კერემიკა ძველ საქართველოში, 1968</small> |
10:13, 7 მარტი 2020-ის ვერსია
კრამიტი
ვარაუდობენ, რომ კრამიტის წარმოება უძველესი დროიდან უნდა დაწყებულიყო. ძვ. წ. VI საუკუნეში საბერძნეთში უკვე სავსებით ჩამოყალიბებული ფორმა ჰქონია. ერთად იხმარებოდა 2 სახის კრამიტი — ბრტყელი და ღარისებრი. ბრტყელი გვერდებაწეული კრამიტები სახურავზე იწყობოდა გვერდიგვერდ: ყოველი ზედა რიგიც კრამიტის ქვედა ბოლო გადადიოდა ქვედა რიგის კრამიტზე. ღარისებრ კრამიტებს აფარებდნენ ბრტყელი გვერდით წიბოებს. სახურავის კეხს ზოგჯერ სპეციალური კეხის კრამიტით ხურავდნენ. სახურავის ქვედა რიგის ღარისებრი კრამიტების ქვედა ბოლოებს ხშირად ჰქონდა დეკორატიული რელიეფი, რომელსაც ანტეფიქსს უქოდებდნენ. კრამიტი სახებრძნეთიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, განსაკუთრებით ელინისტურ ხანაში. ძველ რომში შემოიღეს უფრო ეკონომიური S-ებრი განივკვეთის კრამიტები. ხმარობდნენ ღარისებრ კრამიტსაც, რომელსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. როგორც S-ებრი, ისე ღარისებრი კრამიტი. დასავლეთ ევროპაში ბოლო დრომდე შემორჩა, პირველი ესპანური, ხოლო მეორე თურქული კრამიტის სახელწოდებით. ორივე ტიპი ამერიკაშიც გავრცელდა.
ძველ ჩინეთსა და იაპონიაშიც პრინციპულად იმავე ტიპის კრამიტი იყო გავრცელებული, როგორიც ძველ საბერძნეთში, ოღონდ ჩინური და იაპინური კრამიტი კაშკაშა ფერადი ჭიქურითაა დაფარული. ჩინეთში ტაძრებზე უპირატესად ყვითელი კრამიტი იხმარებოდა, იაპონიის ბუდისტურ ტაძრებს ხურავდნენ რუხი ფერის კრამიტით, რომელიც დაფარული იყო სპეციალური საღებავით-ლუსტრით.
საქართველოში კრამიტი გავრცელდა ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს შავიზღვისპირეთის ბერძნების ახალშენებიდან. კრამიტის ქართული სახელწოდებაც ძვ. ბერძნულიდან მომდინარეობს (karamidos), ანტიკური ხანის ქართული (ე. წ. მცხეთური) კრამიტი ბერძნული პროტოტიპებისაგან განსხვავდება კონსტრუქციის ცალკეული დეტალებით, ნაწილობრივ დამზადების ტექნიკითაც. ანტიკური ხანის საქართველოში კრამიტი წითლად იყო შეღებილი. უძველესი კრამიტი საქართველოში აღმოჩნდა ვანში, სამადლოში, მცხეთაში. გვიანდელი ანტიკურ ხანაში კრამიტის წარმოება ფართოდ გავრცელდა მთელ საქართველოში. შუა საუკუნეებში კრამიტის ტიპი არ შეცვლილა, ოღონდ გავრცელდა კრამიტის ფერადი (მწვანე, ცისფერი და სხვა) ჭიქურით დაფარვის წესი. მოუჭიქავ კრამიტებზე ხანდახან წარწერებია, ზოგჯერ კი სხვადასხვა სახეა ამოტვიფრული. ხშირია რელიეფურგამოსახულებიანი და წარწერებიანი დეკორატიული ანტეფიქსები. შედარებით იშვიათად იხმარებოდა ღარისებრი კრამიტებიც, რომლებსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. ამ ტიპის კრამიტი აღმოსავლეთ საქართველოში დღესაც კახური კრამიტის სახელწოდებითაა ცნობილი. მის პარალელურად ბოლო დრომდე იხმარებოდა აგრეთვე თევზის ქერცლის ფორმის ბრტყელი კრამიტი, რომელიც ქართული კრამიტის სახელითაა ცნობილი. XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში დაიწყო ევროპული ე. წ. მარსელური კრამიტის ქარხნული წარმოება. სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობების გადასახური. მეკრამიტეთა საქმიანობა კრამიტის თიხის გახმობა-დალბობით იწყება. დაზელილი თიხა გაბრტყელდება და მოსუფთავებულ სოხანეს თხლად დაეკვრება. გაბრტყელებული თიხის შუაგულში მარცხენა ფეხს დააბჯენენ და მარჯვენა ფეხის ქუსლის ცემით ირგვლივ შემოვლას დაიწყებენ. ქუსლისავე დახმარებით თიხას ნაწილებად დაჭრიან და შლამმოყრილ დაზგაზე გუნდებს დააწყობენ. ამის შემდეგ ხდება ხელით დარჩევა, რათა საკრამიტე მასა განთავისუფლდეს მინარევებისაგან. აქედან იწყება კრამიტის მოჭრა ყალიბის საშუალებით. ყალიბი ხისაგან გაკეთებული მოგრძო ჩარჩოა, რომელსაც ერთი მხარე ფართო, ხოლო ბოლო ვიწრო აქვს. ყალიბში გაყვანილსა და ზედაპირგადასწორებულ თიხას ე.წ. ქობუნაზე გადაიტანენ. საქართველოში ადრე სწორი ქართული კრამიტი იჭრებოდა, შემდგომ პერიოდში ქართული კრამიტი შეცვალა ღარიანმა კრამიტმა. ღარიან კრამიტს ამობურცული ზურგი აქვს, რომლის ერთი ნაპირი ბრტყელია, მასზე კარგად რომ მოთავსდეს მეორე ცალი. ღარიანი კრამიტი შუაზე გაჭრილი მილის ფორმისაა. ორ ერთმანეთთან მიჯრით მოწყობილ ამოყირავებულ კრამიტს ზემოდან დამხობილი აქვს მესამე კრამიტი. სახლის გადახურვა ძველად სწორი და ღარიანი კრამიტის მონაცვლეობა-შერწყმით ხდებოდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მარტო ღარისებური კრამიტი იჭრებოდა. საქართველოში არსებობს "ქსნური კრამიტიც", რომელსაც იტალიურ კრამიტსაც უწოდებენ. საკრამიტე ქარხანა სოფ. ქსანში იტალიელს აუშენებია და სახელიც ქედან მომდინარეობს. სოფ. ქსანში დამზადებული კრამიტი მთელ საქართველოში ვრცელდებოდა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად კრამიტი და აგურიც საკულტო დანიშნულების ნაგებობებისათვის იყო განკუთვნილი. არქეოლოგების აზრით, კრამიტი სამეფო, გაბატონებული წრისათვის განკუთვნილი ნაგებობების გადასახურავად იხმარებოდა. ეთნოგრაფიულ ყოფაში შემოგვრჩა მოკალული, ანუ მოჭიქული კრამიტიც. რომლითაც იხურებოდა საკულტო ნაგებობები. ამგვარი კრამიტის გავრცელების ფაქტი დასტურდება ბაგინეთის, ვანისა და ურეკის არქეოლოგიურ ძეგლებზე. მოჭიქული კრამიტით გადახურული ყოფილა ალავერდის ტაძარი და ლურჯი მონასტერი ქ. თბილისში, კვეტერას ეკლესია. ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმის კერემიკის ფონდში დაცულია სოფელ შროშიდან ჩამოტანილი ლურჯად მოჭიქული კრამიტი.
ლიტერატურა:
- ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I, კახური, თბ., 1949
- მ. ზანდუკელი, ქართული კერამიკა, 1982
- ა. ბოხოჩაძე, რუსთაველის ეპოქის სამშენებლო კერემიკა ძველ საქართველოში, 1968