გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ოკამის გორა: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 51: ხაზი 51:
 
             </tr>
 
             </tr>
 
</table></p>
 
</table></p>
<div class="btn btn-default" data-toggle="modal" data-target="#myModal">ოკამის გორის რუკა</div>
+
<div class="btn btn-default" data-toggle="modal" data-target="#myModal">ოკამის გორის აეროფოტო</div>
 
<div id="myModal" class="modal fade" tabindex="-1" role="dialog" aria-labelledby="myModalLabel" aria-hidden="true">
 
<div id="myModal" class="modal fade" tabindex="-1" role="dialog" aria-labelledby="myModalLabel" aria-hidden="true">
 
       <div class="modal-dialog">
 
       <div class="modal-dialog">

05:10, 24 აპრილი 2020-ის ვერსია

ოკამის გორაზე და მის გარშემო, 1.5 კმ-ს რადიუსში, 1970 წელს ჩატარებული საველე დაზვერვების შედეგად, აიკრიფა მტკვარ-არაქსის და ელინისტური ხანის კერამიკული მასალა. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ო. ჯაფარიძე.

გორა გამაგრებული ყოფილა კონტრფორსებიანი ციკლოპური გალავნით. 1974 წელს გაკეთდა პირველი სადაზვერვო თხრილი, რომელშიც დადასტურდა ზემოთ ნახსენები პერიოდების გარდა, გვიანბრინაჯოს ხანისა და შუა საუკუნეების ჭურჭლის ნატეხებიც. სადაზვერვო თხრილები, ასევე, გაკეთდა გორის ჩრდილოეთით, 500 მეტრში, ქვაყრილებიან მოედანზე. ერთ-ერთი თხრილის გაჭრისას, მთელ ფართობზე აიკრიფა მტკვარ-არაქსის, გვიანბრინჯაოსა და ანტიკური ხანის კერამიკის ნატეხები, ხოლო 1.20-1.50 მ-ის სიღრმის თხრილში ორი საამშენებლო ჰორიზონტი დადასტურდა.

1977 წლიდან ოკამის გორაზე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. ექსპედიციის ძირითად მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რა ხანიდან ხდება ოკამის გორის დასახლება და როდის იგება აქ საფორტიფიკაციო სისტემა. წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოებისას, გორაზე გამოიკვეთა სამი საამშენებლო ჰორიზონტი. აქ აღმოჩენილი მასალა განეკუთვნება მტკვარ-არაქსის, გვიანბრინჯაოს, ელინისტურ და შუა საუკუნეების პერიოდებს. აღსანიშნავია, რომ ო. ჯაფარიძის ვარაუდით, კერამიკის გარკვეული ნაწილი, შეიძლება განეკუთვნებოდეს ურარტულ კულტურას. ასევე, საინტერესოა გორის ცენტრალურ ნაწილში გათხრილი ელინისტური ხანის სამარხი.

გათხრებისას მოპოვებული მონაცემებიდან გამომდინარე, ო. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ჯავახეთში, ელინისტურ ხანაში, იქმნება დიდი ქალაქური ტიპის დასახლებები, რომლის მაგალითს ოკამის გორა და მისი შემოგარენი უნდა წამოადგენდეს. ოკამის გორა ამ დასახლების შიდაციხე -ციტადელი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსული კულტურის დასახლებაზე, ელინისტურ ხანაში და შესაძლოა უფრო ადრეულ პერიოდში, იგება ციხე, რომელიც ფუნქციონირებას შუა საუკუნეებშიც აგრძელებს.[1]

ოკამის გორა

რეგიონი ჯავახეთი
უახლოესი დასახლება ოკამი
აბსოლუტური სიმაღლე 1815 მ
მოიცავს 1.2 ჰა
კედლის სისქე 2.0-2.5 მ
გრძედი 41.348970° N
განედი 43.345460° E
ტიპი გამაგრებული დასახლება

ოკამის გორის აეროფოტო

წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

ლიტერატურა

  1. ო. ჯაფარიძე, ი. კიკვიძე გ. ავალიშვილი ა. წერეთელი, მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1970-1977 წწ.), თბ., 1981, გვ. 140-142