გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბაზიერი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <center><small>ბაზიერი</small></center> ბაზიარი (სპარს.) — ქორ-შ...)
(განსხვავება არ არის)

22:48, 17 ივნისი 2019-ის ვერსია

ბაზიერი

ბაზიარი (სპარს.) — ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურე ფეოდალურ საქართველოში. ევალებოდა აგრეთვე შავარდნის ბუდის დაცვა და საშავარდნო გადასახადის აკრეფის თვალყურის დევნება. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, იყვნენ ქორის, შავარდნისა და გავაზის ბაზიერები. სამეფო კარის ბაზიერი სანადირო უწყებას ეკუთვნოდა და ბაზიერთუხუცესს ემორჩილებოდა.


წყარო

კეკელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 144, თბ., 1977 წ.