ჯვართამაღლება: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''ჯვართამაღლება'''</big> ---- ათორმეტთაგან ერთ-ერთი დღესასწაული (...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 21:22, 15 ივნისი 2020 მდგომარეობით
ჯვართამაღლება
ათორმეტთაგან ერთ-ერთი დღესასწაული (ძვ. სტ 14 - ახ. სთ. 27 სექტემბერი), რომელიც დადგენილია პატივსაცემად წმ. დედოფალ ელენეს მიერ გოლგოთის მთაზე ნაპოვნი ქრისტეს ჯვრისა, რომელზედაც მაცხოვარი ევნო. სადღესასწაულო ღვთისმსახურების დროს, ცისკარზე, წმ. ჯვარს თაყვანსაცემლად საკურთხევლიდან ტაძრის შუაში გამოაბრძანებენ. იგი მარხვის დღეა.