გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ნალი

ხარისა და ცხენის ნალები

ნალი


გამწევი საქონლის ჩლიქის დასაცავი საშუალება, სპეციალურად გამოჭედილი რბილი ფოლადის ნაჭერი, რომელსაც რამდენიმე ლურსმნით აჭედებენ ჩლიქებზე. ნალი ორგვარია: კენტჩლიქიანებისათვის (ცხენი, ჯორი, სახედარი) მრგვალი, ხოლო წყვილჩლიქიანებისათვის (ხარი, კამეჩი) — ნახევარმთვარისებური. თავდაპირველად ამ მიზნით იყენებდნენ საქონლის ფეხებზე ამოსაკრავ მცენარეული წნულის საძირეებს. ლურსმნით დაჭედილი რკინის ნალის გამომგონებლებად ძველ რომაელებს მიიჩნევდნენ (III ს.). შემდეგ ნალის ფორმა თითქმის არ შეცვლილა. არგონავტების თქმულების მიხედვით, კოლხები მიწას სპილენძისჩლიქებიანი ხარებით ამუშავებდნენ. ცხენისათვის საქართველოში მჭედლები დანალბანდები ორგვარ ნალს ამზადებდნენ — ქართულსა და რუსულს. პირველს მრგვალად ჭრიდნენ ან ცხელი კვერვით ჭედავდნენ. ასეთ ნალს 6 სალურსმნე და შუაში ერთი თითის სიმსხო ნახვრეტი ჰქონდა ჰაერისა და დრენაჟისათვის.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ნალი&oldid=10639“-დან