გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მუხუდო

08:17, 25 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
მუხუდო

მუხუდო


  1. (ლათ. Cicer) — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. გვარში 27 სახეობაა. კულტურაში ცნობილია ერთწლოვანი სახეობა Cicer arietinum. მცენარე სწორმდგომია, ნაყოფი — პარკი, 1-2, იშვიათად 3-4-თესლიანი. ფოთოლი, ღერო და ნაყოფი შებუსული. მუხუდო სინათლისა და სითბოს მოყვარულია, უძლებს გვალვას. იყენებენ კულინარიაში და ცხოველთა საკვებად. ყოფილ სსრკ-ში მოჰყავთ შუა აზიაში, ამიერკავკასიაში, ყაზახეთში, სამხრეთ უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიაში.
  2. სოიოს სინონიმი საქართველოს ზოგიერთ კუთხეში.