გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სანება

Saneba.jpg

შენაქოს სანება


შენაქოს სანება მდებარეობს სოფ. შენაქოს (თუშეთი) აღმ. მხარეზე, საყდრის უკან. ხატი წარმოადგენს სიპისგან მშრალად ნაგებ არასწორი ოთხკუთხა ფორმის კვრივი კოშკს, რომლის ფასადი სამხრეთის მხარესაა. ფასადის მხარეს გამართულია სასანთლე ნიში (სანთლის ასანთებს შუკუმა ჰქვია), რომელშიც სანთლის ნაღვენთია დარჩენილი. აქვე, ფასადის მხარეს, კედელთან, იკვლოდა საკლავი; კედელზე სისხლის ლაქებია შეჩენილი.

   კოშკის დასავლეთის კედელშიც ნიშია დატანებული, რომელშიც აგრეთვე, სანთლის ნამწვავებია და პატარა ჯოხზე თეთრი მანდილი - ხატის დროშა. კოშკის კედლის წყობაში მთის ბროლის (,,ხინჭრიკვა - არის ჯვარის ნიშანი"-ო ამბობენ მთიელები) ქვებია ჩატანებული. ასეთივე ქვები აწყვია კოშკის სახურავზე შეწირული ზვარაკის რქებთან ერთად.

თუშ*

ლიტ.: ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. II (თუშეთი),მეცნიერება, თბ. 1985 გვ.75

(რიტ.) (მითი) (კულტი)