გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აზარმაცი

11:04, 14 აპრილი 2023-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

აზარმაცი


სინონიმი: ზარმაცი

დიდი სიმძიმის ასაწევი იარაღი. შედგება ოთხი ნაწილისაგან: საყრდენი ქვა, ჰორიზონტალურად დადებული გრძელი და მსხვილი ხე, რომლის წამახულ წვერზე ვერტიკალურად დგება აზარმაცის ბოძი, ხოლო ამ ბოძის თავზე ჰორიზონტალურად გაიდება შადაგი. აზარმაცის დაწევით ბოძი შადაგს აწვება და შადაგი კი ასაწევად გამიზნულ სიმძიმეს. აზარმაცის მოხმარება ბოლო დრომდის ფართოდ იყო გავრცელებული ქართლში დარბაზული სახურავის ასაწევად, როცა მისი გატეხილი თავხეების გამოცვლა სურდათ. აზარმაცი ოწინარის ტექნიკური ნაირსახეობაა.


წყაროები