აბორდაჟი
იალქნიანი ან ნიჩბიანი გემების ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი. შემტევი სამხედრო გემი გვერდით მიადგებოდა მტრის გემს, ჭანგებით გადაებმებოდა მას. მეზღვაურები მოწინააღმდეგის გემბანზე გადავიდოდნენ და იმართებოდა ხელჩართული ბრძოლა.