ბერი-ბერა
ბერი-ბერა
- ბერიკაობა-ყეენობის მთავარი პერსონაჟი. იგივეა, რაც ბერიკა (ამალის ბატონ-პატრონი). ატარებდა ქუდ-ნიღაბს. იყო რიტუალის წარმმართველი.
- ქართულ მითოლოგიაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში (მთიულეთში, გუდამაყარში) ანთროპომორფული ღვთაება, რომელიც მოსავლის მფარველია და საქონლის ნაყოფიერებას და მოსახლეობის ზრდას უწყობს ხელს. ბერი-ბერა აგრარული კალენდარული დღესასწაულების ერთ-ერთი პერსონაჟია. წინასაახალწლო რიტუალის დროს მამაკაცთა შორის უფროსი, რომელიც ბერი-ბერას განასახიერებდა, სახლში ჯოხზე გადამჯდარი (ბერბერა) შედიოდა მისალმებებით და კეთილი სურვილებით.