აგელი
მშრალი, ჩრდილო-დასავლეთის საკმაოდ ძლიერი ქარი მტკვრის ხეობაში (იხ. ფიცხელი ქარი), რომელიც აგელის, სამელის კულეის ან ტიფლის კულეის სახელითაა ცნობილი (იხ. თბილისური ნორდ-ვესტი).
წყარო ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ.რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.