გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ური

ძველი აღმოსავლეთი


ური


ური (შუმ. 𒋀𒀕𒆠 URIM2Ki ან 𒋀𒀊𒆠 URIM5KI Urim, აქად. Uru) იყო ძველი შუმერის მნიშვნელოვანი ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე ერაყში თელ ელ-მუქაიარის (Tell el-Muqayyar) ბორცვზე. თელ ნიშნავს "ბორცვს" ან "გორაკს" და მუქაიარი ნიშნავს "ბიტუმით (ასფალტი) ნაგებს". ერთ დროს ზღვისპირა ქალაქი ამჟამად საკმაოდ დაშორებულია სანაპიროს და განლაგებულია ევფრატის მარჯვენა ნაპირზე ქალაქ ნასირიადან (Nasiriyah) 16 კმ დაშორებით.

ქალაქის მფარველი ღმერთი იყო ნანა, მთვარის ღვთაება და ქალაქის სახელწოდებაც მისი სახელიდან URIM2KI, (კლასიკური შუმერული გამოთქმით LAK -32.UNUGKI, სიტყვასიტყვით: "ნანას (LAK-32) საცხოვრისი (UNUG)").

ქალაქში გამოიჩევა ურის დიდი ზიქურათი, რომელიც იყო ნანას ტაძარი. ზიქურათი გაითხარა 1930 წელს. ტაძარი აშენდა ძვ. წ-აღ. 21-ე საუკუნეში ურ-ნამუს მეფობის დროს, ხოლო ძვ. წ-აღ. მე-6-ე საუკუნეში გადაკეთებულ იქნა ნაბონიდუსის მიერ. ნანგრევები მოიცავს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 1200 მ-ს და 800 მ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 20 მ-თაა აზიდული.

ისტორია

არქეოლოგებმა აქ დაადასტურეს ცხოვრების კვალი უბეიდის პერიოდში. ეს ადრეული ფენები დაფარული იყო სტერილური ფენით, რომელიც 1920 წლის გათხრების შემდეგ ინტერპრეტირებული იქნა, როგორც ბიბლიური დიდი წარღვნის დასტური. ბოლო მონაცემებით ნათელია, რომ სამხრეთ შუამდინარეთის დაბლობი მუდმივად განიცდიდა მდ. ევფრატისა და ტიგროსის წყალდიდობებს, რაც წყლისა და ქარისმიერ ძლიერ ეროზიას იწვევდა. შემდგომი ცხოვრების კვალი ჩანს ძვ.წ-აღ. მესამე ათასწლეულში, ქალაქის აყვავების ხანაში (თუმცა ის ალბათ უნდა ჩამოყალიბებულიყო დიდ ურბანულ ცენტრად ძვ. წ-აღ. მეოთხე ათასწლეულში). ძვ. წ-აღ. მესამე ათსწლეული შუამდინარეთის ადრებრინჯაოს ხანად ითვლება, რომელიც დასრულდა ურის ურის მესამე დინასტიის ხანაში.

ური

რეგიონი ქვემო შუამდინარეთი
ქვეყანა ერაყი
ძველი სახელი 𒋀𒀕𒆠 URIM2Ki ან 𒋀𒀊𒆠 URIM5KI Urim
თანამედროვე სახელი Tell al'Muqayyar
გრძედი 30.962772° N
განედი 46.103187° E
პერიოდი ადრებრინჯაოს ხანა, შუაბრინჯაოს ხანა, შუმერი, აქადი
მფარველი ღვთაება ნანა

ურის რუკა
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ური&oldid=3722“-დან