აღაიანის სამარხი
აღაიანის სამარხი
სოფელი აღაიანი მდებარეობს კასპის რაიონში, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. კასპიდან 22 კმ. დაშორებით (შიდა ქართლი, აღმოსავლეთ საქართველო).
1961 წელს სოფლის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხი. დაახლოებით ერთი კვ.მეტრის ფართობზე აკრეფილი მასალა, რომელიც მ. ბარამიძის მიერ იქნა შესწავლილი, ერთი სამარხიდან მომდინარე კომპლექსად არის მიჩნეული.
აღაიანის კომპლექსში შედის მოშავო-მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნივთები (ტაბ.I-II). აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს ბოლომომრგვალებული მახვილის მიხედვით აღაიანის კომპლექსი ძვ.წ. XII ს. II ნახ. თარიღდება.
ეგლის ერთი ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ნაწილი-კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
- ნ. ახვლედიანი. საქართველოს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური კულტურები და ქრონოლოგია-პერიოდიზაციის საკითხი
- მალხაზ ბარამიძე. შიდა ქართლის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, მსკა, VI, თბილისი, 1974 წ.
აღაიანის სამარხი
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | შიდა ქართლი |
მუნიციპალიტეტი | კასპი |
თანამედროვე სახელი | აღაიანი |
გრძედი | 41.915556° N |
განედი | 44.547222° E |
პერიოდი | ძვ.წ. XII ს. II ნახ. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა |