გორდა
გორდა
მოკლე, უვადო და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დამღა - ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე დაკბილული პატარა ნახევარრკალი. გორდა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში; საბას სიტყვით - "ამას ქართველნი ჰყვარობდნენ" აღმ. საქართველოს მთიანეთში შემოინახა როგორც ადგილობრივი, ასევე XVI-XVII სს-ის ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახელავი გორდა ხმლები, რომლებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში. ჩვენში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი.