გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მაღლარი

17:40, 30 აგვისტო 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მაღლარი


  1. ვაზის მაღალშტამბიანი ფორმა საქართველოში. საყრდენად იყენებენ ხემცენარეებს (მურყანი, ხურმა, თუთა, ბალი და სხვა). მაღლარი უმთავრესად დასავლეთ საქართველოში გვხვდება. ფილოქსერისა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო მაღლარის ვაზის რაოდენობა შემცირდა. ამჟამად დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან რაიონებში (გურია, აჭარა, სამეგრელო) მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. მაღლარის სახესხვაობაა ოლიხნარი;
  2. იმერული ვაზის ჯიში