გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გრძელმტევანა

10:40, 28 თებერვალი 2021-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გრძელმტევანა

გრძელმტევანა


კახური ვაზის ჯიში

ნაკლებად გავრცელებული პერსპექტიული ვაზის ჯიშია, იგი იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის თეთრ ღვინოს. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში გრძელმტევანა ცნობილია ტყის ვაზის სახელწოდებით. ამ სახელწოდებას ატარებს იგი სიღნაღის რაიონის ზოგიერთ სოფლებშიაც ამჟამად. გრძელმტევანა პირველად გამოვლინდა საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების ექსპედიციური შესწავლ-შეგროვების დროს - 1933 წელს. იგი აღწერილია ტყის ვაზის სახელწოდებით სოფ. ბოდბისხევში (სიღნაღის რ-ნი) მ. ციბუკაშვილის საკარმიდამო ნაკვეთზე.


ლიტერატურა