გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აგბიჟ

21:16, 2 სექტემბერი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Aghbij.jpg

აგბიჟ


სინონიმები: აბყურძენი, აბკურზენ

აფხაზური ვაზის ჯიში

მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო. თხელი, მკვრივი კანი ძნელად შორდება რბილობს და დაფარულია ცვილის თხელი ნაფიფქით. რბილობი ხორციანია, მომჟავო, სასიამოვნო, ჯიშისთვის დამახასიათებელი გემოთი.

ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. აფხაზეთის სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, შაქრების მნიშვნელოვანი დაგროვების გამო, გამოდგება ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასაყენებლად. გამოყენებული შეიძლება იქნეს ნაკლებად შეფერილი სუფრის წითელი ღვინოების ფერის გასაძლიერებლად. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.


წყარო


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აგბიჟ&oldid=11567“-დან