გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დვალები

16:01, 30 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დვალები


ქსნის ხეობის სათავესა და ცენტრალური კავკასიონის ლოკალურ რეგიონში მცხოვრები ქართველების უძველესი ფენა, ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული თემი.
უკანასკნელი გამოკვლევებით, დვალები ზანებსა და სვანებს შორის მდგომნი ერთ-ერთი ქართველური ტომი იყო. ისინი ერთ-ერთ (აწ გადაშენებულ) ქართველურ ენაზე ლაპარაკობდნენ, რომელსაც ყველაზე მეტი საერთო ზანურ მეტყველებასთან ჰქონდა. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე დვალები აქტიური მონაწილენი იყვნენ საერთო ქართული კულტურის შექმნისა და მათ ისეთივე წვლილი შეიტანეს საერთო ქართულ კულტურაში, როგორც საქართველოს სხვა მხარეების წარმომადგენლებმა.