გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თონე

თონე

თონე


სინონიმი: თორნე

პურის საცხობი თიხის ჭურჭელი. დამახასიათებელი იყო გარკვეული პურის ჯიშებისა და გარკვეული ზოლის მეურნეობისათვის (ბარი და ზეგანი, დოლის პური და თავთუხი, კევრით ლეწვა). მისი ზომა სხვადასხვაა, მთლიანია ან შედგება ორი-სამი ნაწილისაგან. იდგმის ეზოში, დერეფანში ან სათონე ოთახში. ორი სახისაა: გადახურული და გადაუხურავი. მასთან დაკავშირებულია პურის გარკვეული სახეობები: გომიჯი, შოთი, ლავაში, დედას პური და სხვ. თორნესთან დაკავშირებულია ჭურჭელი: ვარცლი, ორომი, სათხელეები, ლაფათა. მას ანთებენ ფიჩხით, შეშით, წალამით. გავრცელებულია უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და სამხრეთ საქართველოში.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=თონე&oldid=8489“-დან