გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ჯავახეთი

14:27, 9 ივნისი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ჯავახეთი


ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე სამხრეთ საქართველოში. ისტორიული მესხეთის, იგივე ზემო ქართლის, შემდგენლობაში შემავალი კუთხე თრიალეთის მთის სამხრეთით. ისტორიულად დასავლეთით ესაზღვრება მდ. მტკვარი, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით შავშეთის, სამსარისა და ნიალისყურის მთები. ურარტულ წყაროებში მოხსენიებულია როგორ ზაბახა. XVI ს-ში ჯავახეთი ოსმალებმა მიიტაცეს, მოსახლეობისგან დაიცალა, ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ვინც დარჩა იძულებით გამაჰმადიანდა. XXI ს-ში რუსული კოლონიზატორული პოლიტიკის გამო აქ სახლდებიან თურქეთიდან დევნილი სომხები და რუსი სექტანტები (დუხობორები).