გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კაპოეტი

კაპოეტი, ხრამული

კაპოეტი


  1. ფრინველი წელიწად-გამოვლილი (სულხან-საბა);
  2. (ლათ. varicorhinus) სინონიმები: კაპუეტი, ხრამული, ცოცხალი, ლურჯა. თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 60 სმ, მასა — 2,5 კგ აღწევს. აქვთ წაგრძელებული, მსხვილი ქერცლით დაფარული სხეული, ქვედა განივი პირი, მჭრელი რქოვანი შალითით დაფარული ქვედა ტუჩი, 1 ან 2 წყვილი ულვაში. იკვებებიან წყალმცენარეებით. მოიცავს 25 სახეობას. გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ევროპის მტკნარ წყლებში. საქართველოში ბინადრობს 3 სახეობა და 1 ქვესახეობა. აღმოსავლეთ საქართველოში საკუთრივ ხრამული (მტკვრის, ჩვეულებრივი) — varicorhinus capoeta და მისი ქვესახეობა — სევანის ხრამული — varicorhinus capoeta sevangi, დასავლეთ საქართველოში — კოლხეთის ხრამული — varicorhinus sieboldia და მცირეაზიის ხრამული — varicorhinus tinca. მტკვრის ხრამულს ხალხი უწოდებს ცოცხალს, ლურჯას, კაპოეტს და ა.შ. გამრავლების პერიოდში ხრამულის ქვირითი შხამიანია. გემრიელი ხორცი აქვს, თუმცა მეტად ძვლიანია.