გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლიპი

თეჯისის მეგალითური კომპლექსი პირველად აღწერა ლ. მელიქსეთ-ბეგმა.[1] კომპლექსი შედგება ციკლოპური წყობით ნაშენი წრიული გალავნისგან, რომელსაც ორი შესასვლელი აქვს. გალავნის ცენტრალურ ნაწილში აღმართულია მენჰირი. ამ უკანასკნელის გარშემო, შუა საუკუნეებში აუშენებიათ ეკლესია, მენჰირზე კი, გამოუსახავთ ჯვარი. მონოლითზე შეიმჩნევა გვიანდელი პერიოდის დამუშავების კვალი, რის შედეგადაც სრულად წაიშალა მენჰირის ზედა მხარეს არსებული გამოსახულება. დღეისათვის ოდნავღა შეიმჩნევა ოვალური მოყვანილობის ბარელიეფი. დიდი ალბათობით ეს უნდა ყოფილიყო ხარის თავის გამოსახულება, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული სამხრეთ კავკასიის მენჰირებზე. მენჰირის გარშემო არსებული გალავანი ნაგებია ფლეთილი ქვებით და წარმოადგენს ტიპურ ციკლოპურ კრომლეხს. თეჯისის კომპლექსი საკულტო დანიშნულების უნდა ყოფილიყო.[2][3][4]

ლიპი

რეგიონი ქვემო ქართლი
უახლოესი დასახლება თეჯისი
აბსოლუტური სიმაღლე 1780 მ
მოიცავს 660 მ2
კედლის სისქე 2.0-2.5 მ
გრძედი 41.692007° N
განედი 44.088468° E
ტიპი რელიგიური/საკულტო ნაგებობა

ლიპის აეროფოტო

წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

ლიტერატურა

  1. ლ. მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938, გვ. 55
  2. გ. ნარიმანიშვილი, ნ. შანშაშვილი, დ. ნარიმანიშვილი, სამხრეთ კავკასიის მეგალითური ძეგლების ერთი ჯგუფის შესწავლისათვის, ძიებანი 21, 140-66. თბ., 2013
  3. Г. Нариманишвили, Н. Шаншашвили, Д. Нариманишвили, Новые Данные о менгирах Южной Грузии, Каменные Стелы, Вишапы, Ереван, 2015
  4. G. Narimanishvili, N. Shanshashshvili, D. Narimanishvili, Menhirs from South Caucasus, In: M. Işikli and B. Can (eds.), International Symposium on East Anatolia South Caucasus Cultures, Proceedings, I, Cambridge. 2015
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ლიპი&oldid=8657“-დან