ბანი
ბანი
- შენობის ბრტყელი სახურავი ხალხურ საცხოვრებელ სახლებში. კონსტრუქციულად შედგება მსხვილი მორებისაგან (დიამეტრი 15-20 სმ). დაფენილია ფიჩხი. დაგებულია ფიქლის ფილები დაყრილია 15-20 სმ მიწის ფენა, რომელსაც წყალგაუმტარობისათვის პერიოდულად ქვის საგორავით ტკეპნიან სინონიმი: ერდო;
- ქართულ ხალხურ სიმღერებში მამაკაცის ძლიერი მესამე ხმა. თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით – "ბანი – ხმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს". ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.
ამჟამად ბანი ეწოდება:
- მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას;
- აკორდის ქვედა ბგერას;
- მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.
ლიტერატურა