ალამი
ალამი
- შუბის ფორმის წითლად შეღებილი ხის ჯოხი, რომელზედაც შებმულია სხვადასხვა ფერის ლენტები. ქართველ მთიელთა ალმებზე ეკიდა წყვილი წინდა, ქუროები, ჩითები და სათამბაქო ქისა. გამოიყენებოდა თუშეთში მიცვალებულის დატირებისას.
- პატარა ზომის დროშის ნაირსახეობა.
წყაროები
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011 წ.