გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლაღუმი

ლაღუმი


სინონიმი: ლაღამი

ქვის მასივის ასაფეთქებელი ნივთიერება, შავი წამალი, ძირითადად შინნამზადი, რომელსაც სხვადასხვა მინარევებისაგან ამზადებდნენ. იყენებდნენ ქვითხურობაში. ბურის კეტით გახვრეტის შემდეგ, ნახვრეტში ჩაყრიდნენ ლაღუმს, დაატანებდნენ წამალში შეზელილ, გამხმარი მცენარის უჯანგარის ღეროს, რომელიც ასრულებდა ფითილის მოვალეობას, დატკეპნიდნენ, წაუკიდებდნენ ცეცხლს და ააფეთქებდნენ.


ლიტერატურა:

  • ე. ნადირაძე, ხალხ. ქვითხუროობა იმერეთში, 2001
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ლაღუმი&oldid=8514“-დან