გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მზითევი

მზითევი


სინონიმი: მზითვი

ქალის პირადი საკუთრება, რომელსაც ატანდნენ გათხოვებისას. ძირითადად შეადგენდა სამზარეულოდ სახმარ, საწოლ, შესამკობელ საგნებს. თბილისში სცოდნიათ მზითევის საჯაროდ გადატანა, რისთვისაც საგანგებოდ ქირაობდნენ მზითვის წამღებთ. არისტოკრატიულ ოჯახებში ჩვეულებრივად იწერებოდა მზითვის წიგნები, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის ნივთი, რომელთა გატანებაც ჰქონდათ განზრახული პატარძლისთვის ქმრის ოჯახში. შემორჩენილია რამდენიმე „მზითვის წიგნი“ (მაგ., ანუკა ბატონიშვილის), სადაც დაწვრილებითაა წარმოდგენილი სამზითვო საქონელი.


წყარო:

  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011