გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბანი

თბილისელი მანდილოსნები ბანზე. გრიგორი გაგარინის ლითოგრაფია 1849

ბანი


  1. შენობის ბრტყელი სახურავი ხალხურ საცხოვრებელ სახლებში. კონსტრუქციულად შედგება მსხვილი მორებისაგან (დიამეტრი 15-20 სმ). დაფენილია ფიჩხი. დაგებულია ფიქლის ფილები დაყრილია 15-20 სმ მიწის ფენა, რომელსაც წყალგაუმტარობისათვის პერიოდულად ქვის საგორავით ტკეპნიან სინონიმი: ერდო[1];
  2. ქართულ ხალხურ სიმღერებში მამაკაცის ძლიერი მესამე ხმა. თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით – "ბანი – ხმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს"[2]. ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.

ამჟამად ბანი ეწოდება:

  1. მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას;
  2. აკორდის ქვედა ბგერას;
  3. მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.

ლიტერატურა
  1. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. I. 1991
  2. იქვე
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ბანი&oldid=14113“-დან