მექანიკური საკრავი, უკლავიშო ორღანის გადასატანი ნაირსახეობა. შეიქმნა საფრანგეთში მე-18 ს-ში. საქართველოს ქალაქებში გავრცელდა მე-19 ს-ის დასაწყისში. არღანი ხის მოძრავი ყუთია, შიგ ხმოვანი მილებითა და ღილაკებით. აქვს სატრიალებელი სახელური, რომლის მეშვეობითაც გამოსცემს ბგერებს.