აღაიანის სამარხი
10:19, 28 ივლისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: __NOTOC__ მთავარი გვერდი ---- <big>'''აღაიანის სამარხი'''</big> ----...)
აღაიანის სამარხი
სოფელი აღაიანი მდებარეობს კასპის რაიონში, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. კასპიდან 22 კმ. დაშორებით (შიდა ქართლი, აღმოსავლეთ საქართველო).
1961 წელს სოფლის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხი. დაახლოებით ერთი კვ.მეტრის ფართობზე აკრეფილი მასალა, რომელიც მ. ბარამიძის მიერ იქნა შესწავლილი, ერთი სამარხიდან მომდინარე კომპლექსად არის მიჩნეული.
აღაიანის კომპლექსში შედის მოშავო-მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნივთები (ტაბ.I-II). აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს ბოლომომრგვალებული მახვილის მიხედვით აღაიანის კომპლექსი ძვ.წ. XII ს. II ნახ. თარიღდება.
ეგლის ერთი ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ნაწილი-კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
აბანოს კოლექცია
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | შიდა ქართლი |
მუნიციპალიტეტი | კასპი |
თანამედროვე სახელი | აღაიანი |
გრძედი | 41.915556° N |
განედი | 44.547222° E |
პერიოდი | ძვ.წ. XII ს. II ნახ. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა |