გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მასალა

06:10, 8 აგვისტო 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <noinclude> <big>'''გავალაკი'''</big> ---- ესე არს მეფეთა თავს ზეით საფარებელი ნ...)

გავალაკი


ესე არს მეფეთა თავს ზეით საფარებელი ნაქსოვთაგან, საჩრდილობელი (სულხან-საბა); სარეცელთ გადასაფარებელი, ჩრდილობელი

გადრი


სპორტული თამაშობა ცხენითა და ბურთით (თბილისი) გავალო


ხმელი ხილი შაქრით და ნუშით გატენილი(ხმელი ქლიავი)(სულხან-საბა);"ხმელი ქლიავი, ინა ალიბუხარი"(დ.ჩუბინაშვილი). გავარსი


ოქრომჭედლობაში ნივთის შემკობის ერთ-ერთი ხერხი.



გავლით შეტევა


საზღვაო ბრძოლის ხერხი, რომლის დროს ურნალიანი ხომალდი მჭიდროდ ადგება გვერდიდან მოწინააღმდეგის ხომალდს(კოლხეთი).




გათერძვა


დასვენებული, საყანე მიწის შესამზადებლად გაზაფხულზე, აპრილ - მაისში, გუთანით ან ჯილღათი მოხვნა. საანეულო თერძვა, საანეულო ხვნა. გამოიხატება მიწის სამგზის დახვნაში.


გათრეულა


ხვნის პირველი დღე, ზედმეტად უხნავდნენ გუთნის დედას ან სოფლის, ან მოდგამის ყველაზე გაჭირვებულ წევრს. პირველი დღის ხვნა. „პირველ დღეს სამად შებმული გუთანი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მუშაობა ნორმალურად წარმართულიყო. ხარი ხარს არ იცნობდა, მეხრეც გადაჩვეულიიყო უღელზე ჯდომას და ხარების მიყოლებას. ყოველივე ამის მოწესრიგებაში საკმაოდ დიდი ნაწილი დღისა იკარგებოდა".


გაიმი


ძვ. ქართული წარმართული ღვთაება, მისი კერპი აღმართული იყო მცხეთაში. ეს იყო ვერცხლისაგან ჩამოსხმული ქანდაკება, რომელიც არმაზის კერპს ედგა მაცხნივ, ხოლო მეორე კერპი გაცი ედგა მარჯვნივ და იყო ოქროსი. ქართველ მეცნიერთა აზრით, ისინი უცხო ღვთაებები არ ყოფილან, არამედ იყვნენ"ღმერთნი მამათა ჩვენთა..." (ლეონტი მროველი). გაიმ გაცთან ერთად ახ.წ. IV ს-მდე მოაღწია და სხვა კერპებთან ერთად დაიმსხვრა წმ. ნინოს მცხეთაში შემოსვლის შემდეგ. ლიტ.: გიორგი ქავთარაძე, წარმართული იბერიის ღვთაებათა არსისათვის, http://iberiana.wordpress.com/about/iberia-/



გაკვეთილი აფრა


იხ. გაჭრილი აფრა (კოლხეთი).



გაკვერვა


ოქრომჭედლობაში ლითონის დამუშავების ერთ-ერთი წესი.


გალა


გასაშრობად და შესნახად დაწნული ბოსტნეული ან ხილეული;


გალავანი


ქალაქს, ციხესიმაგრეს ან რაიმე ნაგებობას შემოვლებული ჩვეულებრივი ქვიტკირის კედელი, ზღუდე.


გალები


ნაჭრებად დაჭრილი მორები


გალენიში ტაბაკი


მიცვალებულისათვის მიძღვნილი სუფრა თუ ოჯახში ერთდროულად ბავშვიც დაიბადებოდა და მიცვალებულიც ესვენა, მაშინ დღის შემდეგ გალენიშის (გარეულის) სახელზე სუფრას დგამდნენ, ბაშვის მფარველობს შესთხოვდნენ



გალერა


რომაული წარმოშობის გრძელი, მსუბუქი და მსწრაფლმავალი საბრძოლო ხომალდი ერთი ან რამდენიმე რიგი ნიჩბებითა და აფრებით. გვხვდება კოლხეთში.


გალია


მავთულის ან რკინის ბადით შემოსაზღვრული სადგომი ცხოველთა ან ფრინველთა დასამწყვდევად.


გალიაკი


  1. გალია კაცთა საჯდომი" (სულხან-საბა);
  2. ცალკე სადგომი პატარა ოთახი

გალივანდი


სინ. გალიბანდი ყარაჩოხელლთა შავი ფერის, მრგვალი , აკეცილი ქუდი, ცხვრის დახუჭუჭებული მატლისაგან გაკეთებული.მისი ზედა ნაწილი მაუდისა იყო, ხოლო ბეწვი კრაველის. საგალივანდე კრაველი ორი კვირის განმავლობაში გამოყავდათ:ფიცარზე აკრავდნენ, ხეხდნენ, არბილებდნენ დაღანაკით, ბერტყავდნენ და ახუჭუჭებდნენ ფარდახტის დახმარებით. ასეთივე წესით მზადდებოდა კრაველის საყელოები და ქუდები. XIX ს-ში საქართველოს დიდ ქალაქებში გალივანდის ქუდებისა და კრაველის დამზადების სპეციალური სახელოსნოები არსებობდა. ხელოსნები გაერთიანებული იყვნენ ამქარში.



გალიფე


მუხლებს ქვემოთ ვიწრო და ზედა ნაწილში ფართოდ გამყვანილი შარვალი.ჩექმებში ჩასატანებელი. ეწოდა ფრანგი გენერლის გვარის მიხედვით.


გალობა


ხმით შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები რელიგიური ხასიათისა, საეკლესიო სიმღერა, საგალობელი.



გამანაგი


„ერთი დღის სახნავი" (სულხან-საბა)



გამანათვლა


ხელოსნის ამქარიდან გამოსვლა სიბერის გამო.



გამანოყიერებელი მორწყვა


დასავლეთ საქართველოს ბარის აგროკულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი.


გამაში


თბილი ნაქსოვი, რომელსაც სიცივეში იცვამენ ფეხსაცმლის გარედან


გამბული ხერხი


სანავე ფიცრების დასაჭედებელი ხელოსნის იარაღი


გამეიდნება


მიწის მოსწორება



გამინდვრება


ერთ-ერთი რიტუალი, რომელიც სრულდება მოყვარებს შორის ქორწილიდან ძეობამდე. ამ რიტუალში მთავარი ადგილი ნათლიას ეკავა, რომელიც პატარძალის თავის ოჯახში პატიჟებდა და შემდეგ მთელი ნათესაობითა და პურ-მარილით მინდორში ან წყლის პირას გადიოდნენ.



გამირი


  1. ბრტყელი რკინა აქეთ-იქით თავმოხრილი ლურსმანივით ხის შენობის ხეების გადასაბმელად;
  2. ერთმანეთისაგან დაშორებული გასწვრივი ხეების შემაერთებელი ფალანგა, ხარიხა;
  3. კარის, ფანჯრის ზედა ან ქვედა ფიცარი.


გამოთეგვა


იხ. დაგმანვა


გამოკვერვა


გრდემლის კვერის ცემით გამოყვანა რისამე გამოჭედვის დროს



გამოსყიდვითი ქორწინება


ქორწინება, როცა პატარძლისთავის მის ოჯახს მიეცემა საფასური (ფული ან საქონელი)



გამოსაღები


მიწის სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადი


გამოფიცრება


(ძვ. ქართული აღრუნჩვა) ნავის გვერდითი ფიცრების ლპობის დროს მათი აძრობა და ახლით გამოცვლა


გამოყევრება


მორების მოთრევის დროს ყევარი ხარის შებმა უღელიში


გამოწკეპა


გრდემლიზე პირის აწყობა, გამოპირვა (რკინეულის, თოხის, ბარისა და მისთ.)


გამცხადება


ნათლიღება (ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი) (იხ. ნათლისღება).


განაგული


მოვლილი, ნოყიერი მიწა, რომელსაც პატივს აყრიან და ქვებისაგან ასუფთავებენ


განატეხი


ნამცხვარი, რომელსაც აცხობენ რაჭაში ხვავისა და კალოს ბარაქისთვის განკუთვნილ დღესასწაულებზე. ზოგადად, საწესო პურის სახელია.


განაყრობა


მთიულეთსა და გუდამაყარში ასე უწოდებენ პატრონიმიას. მასში შეიძლებოდა გაერთიანებულიყო ერთი ოჯახის გაყრის შემდეგ მიღებული ოჯახების ერთობლიობაც და ა.შ. უახლოეს განაყრებს ერქვათ ახლო განაყრები, ხოლო დაშორებულებს-ძველი განაყრები.


განემსვა


ორნამენტით, დალიანდაგებით, პარალელურად ან ჯვარედინად კერვა, ან ქსელვა. განემსვა შეიძლება შალზე, იშვიათად, ტილოზეც. ტექნიკის მხრივ არსებობს განემსვის სამი სახე: . საბეჭურით, . წეროს მახრითა და . განემსვა.



განცხდაბი


განცხადება, წყალკურთხევა, ნათლისღება სვანეთში, სადაც განცხადების წინა დღით იწყება სულთა მოხსენიების დღეობა ლიფანალი(იხ.), რომელიც გრძელდება მომდევნო კვირის ორშაბათამდე.


განჯაფა


სათამაშო ქაღალდის სახე (თბილისი)ძველებური ბანქოსებური სათამაშო, მუყაოს, ძვლის ან ხის დასურათებული ფირფიტები. განჯაფის თამაში საქართველოში ირანიდან შემოსულა და გვიანდელი ფეოდალური ხანის აღმოსავლეთ საქართველოს არისტოკრატიულ წრეებში გავრცელებულა. XIX საუკუნის II ნახევარში უკვე მივიწყებული ჩანს. განჯაფა შეუძენია და წელს კავკასიური მუზეუმის ეთნოგრაფიის კაბინეტისათვის გადაუცია ქართველ მწერალსა და ეთნოგრაფს რაფიელ ერისთავს. ლიტერატურა: ჟორდანია გ., კავკასიური მუზეუმის დაარსება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის შესწავლისათვის, თბ., ; ჩაჩაშვილი გ., ქსე, ტ. , გვ. , თბ.,


განჯინა


ოთახის კედელში ჩაშენებული კარადა, სპარსეთიდან შემოსული სიტყვა. ქართლში მისი სინონიმია თახჩა


განჯური


თეთრ ყურძნიანი ვაზის სასუფრე ჯიში. აზერბაიჯანსა და საქართველოში გავრცელებულია სხვადასხვა სახელწოდებით: განჯური, განჯური თითა, განჯური თეთრი, ელიზავეტოპოლის თეთრი, თავრიზი, შირაზული ანუ შორაზული, ყარსის ყურძენი. ივ. ჯავახიშვილი მას სპარსულ ენდემურ ჯიშად თვლის და მის თავდაპირველ სახელწოდებად შირაზულს მიიჩნევს.


გაპიტლვა


მიწის განოყიერება ნაკელით


გარაბადი


კავებიანი ან რქებიანი დგამი, ტანსაცმლის საკიდარი(ძვ. თბილისი)


გარდანა


ერბოკვერცხი ან რძეში ჩაფხვნილი პური


გარდასახვა


(აქ:) სპეციალური მოქმედებების ან საგების საშუალებით ადამიანის მიერ განსხვავებული სახის მიღება. გარდასახვა ფართოდ არის გავრცელებული სატოტემურო წინაპრების-ცხოველების თაყვანისცემასთან, მიცვალებულთა, წინაპართა კულტსა და ა.შ.



გარე


(აქ:) სოფლის გარეთ, სხვა სოფელში მაცხოვრებელი ნათესავი


გარეები


მთა-რაჭაში საცხოვრებელი ნაგებობის (დუროიანი სახლი)მეორე სართული შუა წელში, კერიის ჭერიდან ჩამოშვებული ხარიხები


გარე საქმე


საქალებო საქმის დანაწილება დიდ ოჯახებში.შედიოდა მინდვრის გაწმენდვა ქვებისაგან, ძნაების შეკვრა და სხვა(აღმ.საქართველო)


გარეშამო


კარ-მინდამო, ეზო



გარიგარია


დაქსელვის სახე


გარო


წვნიანი საჭმლის თავზე მომდგარი ცხიმი(აღმ.საქართველოს მთიანეთი); კერძის სახეობა (გურიაში)



გარსაგები


ფქვის დროს პირველად წამოსული ფქვილი



გასამალო


საწესო ქადა. აცხობდნენ ახალი წლის მეორე დღეს(აღმ.საქართველოს მთიანეთი)


გასახურავი


შინ მოქსოვილი შალი, რომელსაც მიცვალებულს აფარებდნენ (ფშავი)



გასილავება


მარცვლეულის არწყვის დროს გადასწორება. ხორბალით სავსე ჩანახიზე ჯოხს გადაატარებენ ზედმეტის გადასაყრელად (ქართლი, მესხეთი)


გადასწორება


მარცვლეულის რწყვის დროს. „ჩანახით სავსე ხორბალს თავზე ჯოხით გადაუსვამენ, რასაც გაიტანს, ის უნდა გადაყარონ, რაც დარჩება იმას ეძახიან გასილავებულს"; იტყვიან „სილა მმართებდაო თუ თავბმულიო... არა, სილა იყოო".


გასინჯვა


ოჯახის ნახვა (საპატარძლოსი)


გასლოგნილი


ღომის ჯიში


გასუქება


(აქ: )გაკეთება, მიწის გაპატივება ნაკელით (კახეთი)


გატარაღება


კბილებდაჭრილი ტარიღით ქვის გათლის პროცესი (იმერეთი)


გაქუსვლა


სამეთუნეო მიწის ფეხით დაზელვის პროცესი


გაღალვა


  1. დაწყევლა,გათვალვა, ავი თვალის კვრა;
  2. იხ.ნავის გაღალვა.

გაღორვა


ხვნის დაწყების წინ სახნავი ყანის გასუფთავება ქვებისაგან


გაცი


წარმართული ღვთაება.მისი კერპი აღმართული იყო მცხეთაში (იხ.გაიმი\\გა)



გაწერა


ნიადაგის გაჭრა



გაწროწინება


მარცვლეულის მარაგის დიდი მომჭირნეობით ხარჯვა (თუშეთი)


გაჭრილი აფრა


ორად გაკვეთილი აფრა, რომელსაც იყენებენ ძლიერი ქარიშხლის დროს.გაკვეთილი აფრა არ აძლევს ქარს საშუალებას დაგლიჯოს იგი, თავად მეაფრეებს შრომაც შედარებით უმსუბუქდებათ, რადგან გაკვეთილი აფრის დაშვება -გაშლა გაცილებით იოლია(სინ. გაკვეთილი აფრა, აქარო აფრა).



გახაიბრება


გახეიბრება. თუ ერთხელ მობრუნებული ქალი ქმარს მეორედ გაექცეოდა, მაშინ ქმარი მას დაასახიჩრებდა - ცხვირს ან ხელს მოკვეთდა და ისე უშვებდა (ფშავი)


გახარვა


შემოდგომაზე დათესილ ყანაზე არონის (იხ. არონა)გატარება; იგივე ჩაღარვა//ჩახვნა


გახუტული


ხევსურული ორნამენტი, ირიბი ჯვრის სახით წარმოდგენილი


გებენი


თივის დიდი, ოთკუთხედი ზვინი (სვანეთი)


გედაბოზი


ლაზური ნავის ზედა ფიცარში ჩასმული ძელი, რომელზედაც მიიბმება ბაგირი ნავის წყლიდან ამოსათრევად


გედაბოძი


იხ.გედაბოზი



გეიშა


  1. გარეთა სამოსელი, პალტო (გურია)
  2. ტყავის მოკლე ჩასაცმელი (კახეთი)

გეზელი


მამალი მონადირე ფრინველი-შევარდენი, ქორი ან მიმინო



გელა


  1. ცეცხლის საჩხრეკი, ხის ან რკინის კეტი მოღუნული ბოლოთი;
  2. ლურსმნის ამოსაღები რკინის კეტი მოღუნული ბოლოთი.

გელაზი


ზეთის სახდელი დიდი, მრგვალი ქვა.ბრუნავს ღერძის გარშემო ძირითადად გამწევი ძალის გამოყენებით.სელის ზეთის სახდელი დიდი მრგვალი ქვა, , ან მ. დიამეტრის. მას ფიქალი ქვებისგან აგებულ კალოზე გამწევი ძალა ატრიალებს და დაცერებული ძგიდის მეშვეობით წნეხავს მარცვალს. გავრცელებული იყო აღმ. საქართველოში (თრიალეთი, ჯავახეთი)


გელაქნური


კალმახის ჯიში გოგჩის ტბაში (სევანის ტბა, სომხეთი)


გელენი


ზედაკაბა სახელოების გარეშე


გემა


ნახევრად ძვირფას ან ძვირფას ქვაზე ამოკვეთილი წარწერა, ან რაიმე გამოსახულება


გემნა


ტყავის მოქსანელი ხელსაწყო (ხევსურეთი)



გემსართავი


იხ.ბაკშაგი


გენეზისი


დაბადება, წარმოშობა, საწყისი. ეთნოლოგიაში გამოიყენება ეთნოსის წარმოქმნისა და კულტურის ელემენტების წარმოშობის სათავეების გამოსავლენად.



გეომანტი


ქვიშით ან მიწით ბედის მკითხავი



გეონი


(ძვ.)ხელშუბი, პირძგიდე


გერგეტულა


მოხეური სამხმიანი საფერხულო სიმღერა.


გერი


ცოლ-ქმარში ერთ-ერთის შვილი სხვა ქორწინებიდან



გერისთობა


ტრადიციული რელიგიური დღესასწაული ქართლში, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში.გერის წმ.გიორგის სალოცავში მიდიან ქართლის მრავალი სოფლიდან. შუა გერისთობა განსაკუთრებით აღინიშნება არგოში, სუიში, ერეთში, ორდსა და დიცში.აქვს სამი „სწორი":თავგერისთობა , შუაგეისთობა და ბოლოგერისთობა.


გერმა


რბილი, წმინდა, ძირითადად ბატის ბუმბული, რომლისგანაც მზადდება საუკეთესო ხარისხის ბალიში.



გერში


„ნაკოდთა მცირე სისხლი"(სულხან-საბა)



გეჯა


  1. მოკლე მორი, ომელსაც გული ამოთხრილი აქვს და იხმარება ცხოველებისათვის წყლის ან საჭმლის ჩამოსასხმელად, სკად და ა.შ.;
  2. ცივი წყლის ჩასასხმელად და ორთქლის გასაციებელი ხის მოწყობილობა არყის გამოხდის დროს.

გეჯურე


ღომის ჯიში



გვაბანაკი


ტანსაცმლის ერთ-ერთი ელემენტი, ზედა სამოსი, ძირითადად, თექისა


გვალი


სვანურ საცხოვრებელ ნაგებობაში საქონლის სადგომი. გვალის ერთი კარი საქონლის შესასვლელია. მას აქვს საქონლის თავის გამოსაყოფი ფიცარი.


გვამი


(აქ:) ხის ჭურჭლის, ჭინჭილიას მუცელი.


გვარალი


ლეჩხუმში უწოდებენ ბალახისგან დამზადებულ ძნის შესაკრავს.მის სინონიმად გურიაშიში იხმარება წირეხი; მომკილი ხორბლის შესაკონი, ულო


გვარვალა


ყანის სარეველა მცენარე (იმერეთი)


გვარი


  1. დაბადებით ან ქორწინებით მიღებული და შთამომავლობით გადაცემული სახელწოდება, ომელიც ერთვის ადამიანის საკუთარ სახელს;
  2. სისხლის ნათესავთა ერთობა.რომლის წარმომავლობას მამის ან დედის მხრიდან საერთო წინაპარს უკავშირებენ და საერთო სახელწოდება აქვთ.

გვარლი


  1. კანაფის ან ფოლადის მავთულების ბაგირი;
  2. ნავის კიჩოდან ანძის დამჭერი კანაფის (სელის)თოკების ერთობლიობა, ომლებიც გამიზნულია აფრის, ანძისა და მისთ. დასამაგრებლად.

გვაროვნული ბირთვი


სისხლის ნათეავთა მჭიდროდ შეკრული ჯგუფი გვარში ქორწინების საშუალებით მოსულთა საპირისპიროდ


გვაროვნული საბჭო


გვარის ყველა თანასწორუფლებიანი წევრის ან უხუცესთა შეკრება მნიშვნელოვანი საქმეების გადასაწყვეტად, რომლებიც დაკავშირებული იყო მოცემული კოლექტივის სასიცოცხლო ინტერესებთან.



გვარჯილა


სხვა დანიშნულებასთან ერთად იხმარება თოფის წამლის დასამზადებელ მასალად


გვაჯა


დაბალი ტანის უშნო კაცი (სამცხე-ჯავახეთი)


გვედო


საჯდომელი კუნძი(სულხან-საბა)



გველგუთანა


მოხნული მიწის საოშავი გუთანი, უფრო მოხრილია ქუსლთან (შიდა ქართლი)



გველეშაპი


მითოლოგიური, ზღაპრული, საზარელი ურჩხული, რომელიც წარმოდგენილი ჰყავდათ უზარმაზარი, ფრთიანი გველის სახით.ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში მას უმთავრესად წყლის სტიქიას უკავშირებენ. უწოდებენ ასევე საავდრო ღრუბელს.


გველისპირული


ფშავში კარგი ხმლის ეპითეტია. იგულისხმება, რომ მისგან დაჭრილი კაცი არ მორჩება, რადგან „შხამიანია".


გველჭკანდერი


იხ.ოლეჭკნდერი



გვემი


  1. ბეღელი, საკუჭნაო, ასდაც ინახებოდა წლიური სარჩო (სვანეთი)
  2. სარიტუალო კვერი, რომელიც ჭირნახულის, დოვლათის სიმბოლური გამოსახულებაა(სვანეთი)

გვერგვი


  1. საახალწლო, სარიტუალო ვაზის ცხრა რქისაგან დაწნული ჩიჩილაკის ატრიბუტი.ზოგჯერ იგი ცალ-ცალკე იდებოდა საახალწლო ტაბლაზე. მას შიგნით ჯვარედინად თხილის ტოტები ჰქონდა ჩამაგრებული და მორთული იყო მარადმწვანე მცენარით. წვერებზე მაგრდებოდა წითელი ვაშლები ან ბროწეულები, რომლებშიც ჩარჭობილი იყო ვერცხლის თეთრი მონეტები. გვირგვინის მსგავსია ჩიჩილაკის კალპი, რომელიც ამავე პრინციპით მზადდებოდა.ორივე სიცოცლის ხის სიმბოლოა (სამეგრელო);
  2. სვანეთში გვერგვი კეთდება თხილის ტოტებისგან და ეწოდება გვირგვედი\\გირგვედი;
  3. ხის ან წნელის რგოლი, რომელსაც გადააცვამენ ღობის ორ სარს გასამაგრებლად.


გვერდებგაშლილი ნავი


ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით ჭოროხზე, მტკვარსა და ალაზანზე



გვერდივენახი


ფერდობზე გაშენებული ვენახი (რაჭა)



გვერდითა


ცხენებისა და ზოგჯერ, ხარების სადგომი



გვერდის აფრა


ქანდარაზე მისაბმელი აფრის ვერტიკალური ბოლოები


[[კატეგორია:ნაოსნობა]


გვერდმიმდგომი ჭურის გადატანის დროს გვერდით მიმყოლი მამაკაცები.


გვერდმიმყოლი


იხ. გვერდმიმდგომი



გვერები


სიმინდის ან პურის ძნა



გვიმე


ჭის გვირგვინი, თავი.


გვიმიანი წისქვილი


  1. წყლის წისქვილის უძველესი სახეობა, გავრცელებული წყალმცირე ადგილებში, სადაც წყლის ჭავლი თვითდინებით ვერ აბრუნებს წისქვილის ფრთას და აკეთებენ საგანგებო რეზერვუარს. მასში დაგროვილი წყლით აბრუნებენ წისქვილის ბორბალს;
  2. ისეთი წისქვილი, სადაც ჩადის და გროვდება წყალი (რაჭა-ლეჩხუმი)

გვიმრალი ნიადაგი


ასე ეძახიან ქვიშიან მიწას რაჭა-ლეჩხუმში. ეს ნიადაგი გამოიყებება მარცვლეულისათვის, მასზე აშენებენ ხეხილს, ვენახს.


გვირგვედი


იხ. გვერგვი


გვირგვინი


ქართული ტრადიციული საცხოვრებლის - დარბაზის გადახურვა, რომელიც ზევით თანდათან ვიწროვდება და ბოლოში სასინათლო და საკვამური ხვრელი-ერდო აქვს.


გვრინი


  1. მიცვალებულის გლოვის გამომხატველი საგალობელი;
  2. ერთგვარ კილოზე სათქმელი მთიბლური სიმღერა (ფშავი, ხევსურეთი)

გიდელა


ქორწილიდან ორი თვის თავზე პატარძლის სანახავად მისული მშობლებისა და ნათესავების მიერ მოსაკითხი ფული


გიდელი


  1. მოგრძო, ძირწაწვეტებული, უყურო გოდორი. წნავენ გათლილი წნელისაგან ან ამზადებენ ტკეჩისაგან. გამოიყენება მაღალი ვენახისა და ხილის საკრეფად (გურია);
  2. პურის საზიდავი (რაჭა)

გინაქულანი


ქვედა საცვალი, შარვალი (სამეგრელო)


გინგილები


საფეიქრო ხელსაწყოს ნაწილი-ხის პატარა რიკიები, რომლებზეც ჰკიდია დგიმები


გინოჩამა


ილორის წმ. გიორგის ან სხვა ხატზე გადაცემა, ანუ დამნაშავის დაწყევლის ჩვეულება (სამეგრელო)


გიორგობა


საყოველთაო საეკლესიო დღესასწაული საქართველოში აპრილი( მაისი) და () ნოემბერი. განსაკუთრებით აღინიშნება წმ. გიორგის ბორბალზე გაკვრის დღე(-ნოემბერი). სვანეთში დღეობის სახელი - ლიგერგი.


გირა


ოდიშური ნავის ნერჩის კალაპოტი


გირგალი||გვირგვინი


გოდრის ძირი


გირგედი


ბრინჯაოს რგოლი ეცერსა და ლახამულაში; საკრალური საგანი, რომელსაც იყენებენ დაფიცებიასა და ხატზე გადაცემაის დროს


გირგვილა


ღობისთავი არშიასავით


გირგირი


დიდი ზომის სათევზაო ბადე


გირგლური შეღობვა


ღობის წნულის სახეობა


გირგუდარი


წნელის რგოლები, რომლებიც სვანეთის ზოგიერთ თემში კეთდება საახალწლოდ წვრილფეხა საქონლის გამრავლების მიზნით(იხ. გვერგვი)


გირკალი


  1. ძროხის ბაგაზე მისაბმელი
  2. გიშერი ქვის ჯიში, გრანიტის მსგავსი შავი და რუხი ფერისა (ხევი)

</big>

გიშერი


მერქნული წარმოშობის ფისიანი ქვანახშირის სახეობა, შავი და მკვრივი. ამზადებენ კრიალოსანსა და სხვა სამკაულებს.


გლანი


მცირე მოცულობის ნავის გადასათრევი ხის სასრიალო მოწყობილობა


გლდანურა


იხ. გორულა


გლოვა


„გლოვა ესე არს სამწუხაროსა საქმესა ზედა ვაებით, ტირილით და შეწუხებით ყოფა" (სულხან-საბა). გლოვა არის ვისამე გარდაცვალების გამო მწუხარებაში ყოფნა, დარდი, გარდაცვალებასთან დაკავშირებით გარკვეული წესების დაცვა, შესრულება(ქეგლ.)


გლუნა


თავმოხრილი ჯოხი ყინულზე ერთგვარი თამაშობისათვის


გლუნაობა


ერთგვარი თამაშობა, თავმოხრილი ჯოხების (გლუნების) ყინულზე დაცურების შეჯიბრი


გნდე


"მახვილთა და მანგალთა ყუათა ნაპირსა ნიღრი, რომელიმე გნდესა უწოდენ" (სულხან-საბა); ყუა დანისა, ხმლისა და სხვ. ქართული ხმლები სწორი, ბოლოში ოდნავ გახრილია, გნდე დაუყვება მოხრის ადგილამდე საიდანაც იწყება შაშარი


გობაკი


„გობაკებიანი ქამარი" . ე.ი. ქამარი, რომელსაც წინ მუშტისოდენა რამდენიმე ჯამფილი აქვს


გობი


  1. თეფშის ფორმის, დიდი ზომის, გულამოღებული ან შეკრული ხის ჭურჭელი. უმთავრესად გამოიყენება ცომის მოსაზელად და სურსათ-სანოვაგის დასაწყობად;
  2. მარცვლეულის დასაქუცმაცებელი, ე.ი. სანაყი და სასრესი იარაღი აჭარაში, სადაც აგრეთვე გამოყენებული იყო საცეხველი, საწნეხი;
  3. მარცვლეულის დასარჩევი საშუალება. მისი მეშვეობით ხდება მარცვლეულის გარჩევა. იგი ხისაა, თეფშის მსგავსი, პირგაშლილი და გავრცელებულია დას. საქართველოს ყველა რეგიონში.

გოგა


დიასახლისი მიერ გამომცხვარი დიდი სამეკვლეო კვერი (იხ. საკვლელი)(ფშავ-ხევსურეთი)


გოგარენე


ქვემო ქართლის ერთ-ერთი მხარე


გოგორა


  1. ურმის, ეტლისა და მისთ. თვალი ბორბალი;
  2. გუთნის თვალი, რომელიც კვალში დადის

გოგორებიანი ურემი


იხ. ფრჩხილა

გოგროხა||გოგროხი


გოდრის სახეობა დიდი, ორ-სამ ფუთ ყურძენს იტევს (სინ.გორდიხი)


გოდი


მოწნული კიდობანი (სვანეთი)


გოდორი


წნული ჭურჭლის სახეობა, მოგრძო. კალათზე დიდი ზომისა. წნავენ წნელისაგან. გამოიყენება როგორც მარცვლეულის შესანახად(ეს სახეობა ნაკელითა და ნაცრით ან თიხით იყო ამოლესილი), ასევე სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტის გადასატანად. უკეთებენ ყურებს.


გოდორი საზევე


გათლილი ტკეჩისაგან მოწნული, თავგადაქობილი კალათი. აქვს სამხრეულები(ქვემო რაჭა)


გოდორი საკალმახო


ოვალური მოყვანილობის მოწნული ჭურჭელი, რომელსაც თავი ჩაბრუნებული აქვს, შიგ შესული თევზი რომ გარეთ ვერ გამოვიდეს(ქვემო რაჭა)


გოდორი ცხენისა


მოწნული ჭურჭელი, რომელიც ისეა გაკეთებული, რომ ცხენზე აიკიდოს. იგი ზედმიწევნით გამაგრებულია. აქვს ყულფები უნაგირზე დასაკიდებლად(ქვემო იმერეთი)


გოდორ-ყორე


დაწნული და ქვით სავსე მოწყობილობა, გოდორი, დიდი ჯინი მდინარის ნაპირის გასამაგრებლად


გოდორყური


  1. კონუსერი ფორმის თევზის საჭერი წნული გოდორი
  2. რუს სათავეზე წყლის მოსაბრუნებლად მოწნული დიდი გოდორი, რომელიც ამოვსებულია რიყის ქვებით

გოდროხა


იხ. გოგროხა


გოვზა


სხვადასხვა ზომის ხის ან ლითონის ჭურჭელი, ორმხრივყურიანი ან ლითონის რკალისებრი სახელურით


გოზაური


დოქის ფორმის, დიდი, მაღალი და ვიწროყელიანი, უტუჩო, ყურიანი თიხის ჭურჭელი. მისი ტევადობაა - ლიტრი. ზოგჯერ მოჭიქულია და შემკული რელიეფური ორნამენტებით. განკუთვნილია წყლის, ღვინის ან არყისათვის.


გოზვა


კედლების შიგნიდან შელესვა


გოზინაყი


საახალწლი ტკბილეული, დამზადებული თაფლის, ნიგვზის, ნუშის ან თხილისაგან


გოთი


თავკომბალა ჯოხი


გოთურმა


ხმლის, ხანჯლის, თოფისა და მისთ. ჩამოსაკიდებელი თასმა


გოლაკორონი


ძველ ქართულში გავრცელებული სიტყვა, რომელიც შეიძლება გადახურული ნავის შესატყვისი იყოს, მაგ., ოლეჭკანდერი(სწრაფი, აფრებიანი, სამგზავრო გემი შუა საუკუნეების საქართველოში).


გოლეული


საახალწლო ნუგბარი, ფიჭიანი თაფლი


გომატი


სამკურნალო მცენარე (თუშეთი)


გომბორი


(აქ:) ხორბლის ჯიშის სახელი ქვემო ქართლში(სინ. ბომბორი)


გომი


  1. საქონლის საზამთრო სადგომი ქვემო ქართლსა და სხვ. იგი მიდგმულია საცხოვრებელ სახლზე. თანამედროვე სახლებში მოთავსებულია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ან განცალკევებით დგას ეზოში;
  2. მეწველი საქონლის გასაჩერებელი ადგილი.

გომიჯი


კარგად მოზელილი უსაფუარო და უმარილი ცომისაგან ცხელ ნაცარში, ნაღვერდალში გამომცხვარი მრგვალი პური


გონგელა


ხის შეფოთლილი ტოტების გრძელი კონა


გონგი


ფიჭვის თხელი ფიცარი, როლითაც ქვევრის კეთებისას ქვევრის კედლებს ასწორებენ


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=მასალა&oldid=3837“-დან