გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ავშარა

სინონიმი: ქორაკი

ლაგამიულაგამო აღვირი. ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. შედგენილია წვრილად დაჭრილი ტყავის სამი თასმისაგან. აქედან ორი ერთნაირი სიგრძისაა, მესამე კი უფრო მოკლე, ჩასამაგრებელი წინა ორ თასმაზე. მოკლე თასმა ცხენის აღვირსა და შუბლზე გადასადები და ყელში ამოსადები იყო. ამ უკანასკნელს გუდამაყარში სანიკბური ეწოდებოდა. ტყავების გამოსაკვანძად გამოყენებული იყო ბახრიპეწი (ხევსურეთი).


წყაროები

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი. მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ. მერიდიანი. 2011 წ.
  • ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ავშარა&oldid=402“-დან